ოფიციალურად : ლუსიო “საო პაოლოს” ფეხბურთელია
ტურინის “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ლუსიმარ პერეირა და სილვამ დღეს “საო პაოლოსთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ 34 წლის თავისუფალი აგენტი ოფიციალურად შეუერთდა ბრაზილიურ კლუბს.შეგახსენებთ, რომ სელესაოს ყოფილმა კაპიტანმა ტურინელთა მაისური სულ ოთხჯერ მოირგო, პეკინში იტალიის სუპერთასი მოიგო და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.