ლიხტშტაინერი : ” არა ერთი ტიტულის მოგება მსურს შავ თეთრი მაისურით ”
” კმაყოფილნი ვართ მიღწეული შედეგით , თუმცა მეორეს მხრივ რეალურად ჯერ ჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია . ტემპი უნდა შევინარჩუნოთ . ჩვენს უკან საკმაოდ ბევრი კარგი გუნდია , მიუხედავად ამისა თუ იმავე კურსით გავაგრძელებთ სვლას , ვფიქრობ პრობლემები ნაკლებად უნდა შეგვექმნას . მომდევნო მატჩი ” კალიარისთან ” გვიწევს , ნამდვილად ძლიერი კლუბია , რომელსაც მშვენიერი შემტევი ხაზი გააჩნია . ყურადღებით უნდა ვიყოთ რადგან მათი ბოლო დროინდელი შედეგების გათვალისწინებით , რეაბილიტირების სურვილი ნამდვილად ექნებათ . ჩვენს კლუბში საკმაოდ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ასპაზრეზობს , რომელთაც საკლუბო დონეზე არცთუ ისე ბევრი ტიტული აქვთ მოპოვებული , ამიტომ ამ მხრივ პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს , სწრაფვა გამარჯვებისკენ დაუოკებელია და ამის ნათელი მაგალითი შარშანდელი სკუდეტოა . პირადად მე , არა ერთი ტიტულის მოგება მსურს ამ მაისურით ” – განაცხადა სტეფან ლიხტშტაინერმა .
წყარო : Tuttojuve
წადი მერე ნიუკასტლში :DD:D:D:D არა მმაგარი კაცი ხარ სტეფან
მაგარია
მაგარი კაცია ძაან მაგრად შემიყვარდა
აქ არ უნდა დამეცერა.. შემეშალა.. ბენტნერზე მაქვს ლაპარაკი..
აუ ვაფშე გაუშვან რა ეს.. მაგარი დებილი მოთამაშეა!!!
ლიხტა მაგარია საკმაოდ დიდ ხანს იქნება იუვეში მჯერა ! :)