ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” ახალ რეკორდთან არის ახლოს

2006 წლიდან დაწყებული , იტალიის ჩემპიონატმა დაკარგა ის პოზიციები რაც ადრე ეკავა , მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ტურინული გრანდი ფანტასტიურ შედეგებს აჩვენებს და ეს იმ ყველაფრის გათვალისწინებით , თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა ანტონიომ კლუბი . La Gazzetta della Sport – ის ინფორმაციით , იმ შემთხვევაში თუ ” იუვენტუსი ” მოახერხებს კალიარის დამარცხებას , ეს იქნება კიდევ ერთი რეკორდი , რომელსაც ბებერი ქალბატონი დაამყარებს – კერძოდ კონტეს გუნდს ყველაზე მეტი ქულა ექნება დაგროვებული ზამთრის შესვენებამდე კლუბის ისტორიაში და იგი ამ მონაცემებით ფაბიო კაპელოს შედეგს გააუმჯობესებს …

” ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის , თუ რა სასწაული შექმნა ანტონიომ . კალჩიოპოლიმ სრულად შეცვალა იტალიური ფეხბურთი – ტექნიკურიდან იურიდიულით , ერთი დარტყმით გააგზავნა ” იუვენტუსი ” სერია ბ-ში , რითაც მესამე ათასწლეულის მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო გუნდი გაანადგურა . შემთხვევითი ხომ არ იყო მოჯის სიტყვები , რომლის თანახმადაც 2006 წლის ფინალში მოედანზე ბიანკონერის ერთბაშად 9 ფეხბურთელი ასპარეზობდა ? დიახ , ჯერ ჯერობით კლუბი არ დაბრუნებულა ძირძველ პოზიციებზე . თუმცა , ნებისმიერ შემთხვევაში კალიარის დამარცხებით კონტე 2012 წელს საერთო ჯამში 94 ქულას დააგროვებს და გადაასწრებს 92 ქულიან ფაბიო კაპელოს , რომელმაც ეს მაჩვენებელი 2005 წელს აჩვენა . უნდა აღინიშნოს , რომ კონკურენცია მაშინ უფრო დიდი იყო და კლუბების საერთო დონეც. იმ პერიოდში იტალიური კლუბები ხომ პირველ პოზიციაზე იყვნენ , ხოლო ეხლა ? ენა არავის მოუტრიალდება ეს განაცხადოს . მაგრამ , უდიდეს შთაბეჭდილებებს გვიქმნის , ანტონიო კონტე  ” .

6 thoughts on “” იუვენტუსი ” ახალ რეკორდთან არის ახლოს

  1. მაგარია. სულ ახალ-ახალ რეკორდებს ვამყარებთ კონტეს ხელში. :forza: :forza:
    მიდით ბიჭებო, გადაუარეთ კალიარის და ეს ერთი რეკორდიც დაამატეთ, უკვე მონაგარ რეკორდებს. :love: :love:

  2. წელსაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ სკუდეტო ვერ მოვიგოთ
    ლიგაზე მინდა მე4 ფინალი ვითამაშოთ და ვნახოთ 2-რაუნდიან ბრძოლაში რა მოხდება
    რაც შეეხება თასს თუ მოინდომეს და ეს მე-2 სასტავით თამაშს შეეშვებიან ამ თასსაც ავიღებთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.