ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღევანდელი წილისყრის ანონსი

 დღეს , თბილისის დროით 14:30 დაიწყება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის წილისყრა . რამდენიმე საათში ცნობილი გახდება იმ გუნდის ვინაობა ვინც 1/8 ფინალურ სტადიაზე ტურინულ გრანდს დაუპირისპირდება . ქაღალდზე იტალიურ კლუბებს აქვთ საკმაოდ კარგი შანსი შედარებით იოლი მეტოქე მიიღონ . ” იუვენტუსსმა ” დაიკავა რა პირველი პოზიცია ქვე ჯგუფში გარკვეული უპირატესობები მოიპოვა . მაგალითად ის რომ პირველ მატჩს იგი სტუმრად გამართავს და ამასთანავე შესაძლო მეტოქეებიც არცთუ ისე პრობლემატურები თუ არ ჩავთვლით მადრიდის რეალს და ლონდონის არსენალს . თუმცა , კონტეს სავარაუდოდ ნაკლებად სურს ასევე ” პორტოსთან ” დაპირისპირება . რაც შეეხება მილანს , როსონერიმ მეორე ადგილი დაიკავა და შედეგად პირველ მატჩს ის შინ გამართავს , ხოლო რაც შეეხება მეტოქეს , აქ სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია . ალეგრის გუნდს უფრო მეტი შანსი აქვს მრისხანე მეტოქეს დაეჯახოს . საინტერესო დაპირისპირება იქნებოდა ” პსჟ ” – სთან , ფრანგების რიგებში ხომ არა ერთი ყოფილი მილანელია , მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული და სპორტული დირექტორით დამთავრებული …

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის მონაწილეები :

 

A ჯგუფი – ” პსჟ ” , ” პორტო ”

B ჯგუფი – ” შალკე ” , ” არსენალი ”

C ჯგუფი – ” მალაგა ” , ” მილანი ”

D ჯგუფი – ” ბორუსია ” , ” რეალი ”

E ჯგუფი – ” იუვენტუსი ” , ” შახტარი ”

F ჯგუფი – ” ბაიერნი ” , ” ვალენსია ”

G ჯგუფი – ” ბარსელონა ” , ” სელტიკი ”

H ჯგუფი – ” მანჩესტერი ” ,  ” გალათასარაი ”

 

” იუვენტუსსმა ” მეტოქედ შესაძლოა მიიღოს : პორტო , არსენალი  , რეალი , სელტიკი , ვალენსია და გალათასარაი

” მილანმა ” მეტოქედ შესაძლოა მიიღოს : პსჟ , შალკე , ბორუსია , ბაიერნი , ბარსელონა , მანჩესტერი .

 

73 thoughts on “დღევანდელი წილისყრის ანონსი

  1. ყველაზე კარგი ვარიანტია თან გასვლას ვთამაშობთ პირველ მატჩსასე რომ უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე ისე კი ყურადღებით უნდა მოეკიდნონ თამაშს რომ პრობლემებს არ გადააწყდნენ ასეთ გუნდებს შეუძლიან რომ რთულ სიტუაციიდან გამოსვლა.

  2. ჩემი აზრით ბაიერნი ბარსელონა და იუვე უეჩველია მარა სელტიკთან ფრთხილად უნდა იყვნენ დალშე იქნება კველა მაგარი ბოი არავინ იციან და რო წერთ მალაგა უეჩველიო პორტო მინდა მეე :X და შახტარი კდიევ

  3. აუ ნეტა რეალი და ბარსა ორივე გავარდნენ.ყოველ შემთხვევაში ამის ალბათობაა.მანჩესტერს შეუძლია რეალის დამარცხება სახლში და რაიცი რა მოხდეს მილანმა სახლში მოუგოს ბარსას თუ სელტიკმა მოახერხა მილანმა რატომ არ უნდა მოინდომოს და შეძლოს,თან წელს ბარსა და რეალი ვერაა ფორმაში. :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.