ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღევანდელი წილისყრის ანონსი

 დღეს , თბილისის დროით 14:30 დაიწყება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის წილისყრა . რამდენიმე საათში ცნობილი გახდება იმ გუნდის ვინაობა ვინც 1/8 ფინალურ სტადიაზე ტურინულ გრანდს დაუპირისპირდება . ქაღალდზე იტალიურ კლუბებს აქვთ საკმაოდ კარგი შანსი შედარებით იოლი მეტოქე მიიღონ . ” იუვენტუსსმა ” დაიკავა რა პირველი პოზიცია ქვე ჯგუფში გარკვეული უპირატესობები მოიპოვა . მაგალითად ის რომ პირველ მატჩს იგი სტუმრად გამართავს და ამასთანავე შესაძლო მეტოქეებიც არცთუ ისე პრობლემატურები თუ არ ჩავთვლით მადრიდის რეალს და ლონდონის არსენალს . თუმცა , კონტეს სავარაუდოდ ნაკლებად სურს ასევე ” პორტოსთან ” დაპირისპირება . რაც შეეხება მილანს , როსონერიმ მეორე ადგილი დაიკავა და შედეგად პირველ მატჩს ის შინ გამართავს , ხოლო რაც შეეხება მეტოქეს , აქ სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია . ალეგრის გუნდს უფრო მეტი შანსი აქვს მრისხანე მეტოქეს დაეჯახოს . საინტერესო დაპირისპირება იქნებოდა ” პსჟ ” – სთან , ფრანგების რიგებში ხომ არა ერთი ყოფილი მილანელია , მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული და სპორტული დირექტორით დამთავრებული …

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის მონაწილეები :

 

A ჯგუფი – ” პსჟ ” , ” პორტო ”

B ჯგუფი – ” შალკე ” , ” არსენალი ”

C ჯგუფი – ” მალაგა ” , ” მილანი ”

D ჯგუფი – ” ბორუსია ” , ” რეალი ”

E ჯგუფი – ” იუვენტუსი ” , ” შახტარი ”

F ჯგუფი – ” ბაიერნი ” , ” ვალენსია ”

G ჯგუფი – ” ბარსელონა ” , ” სელტიკი ”

H ჯგუფი – ” მანჩესტერი ” ,  ” გალათასარაი ”

 

” იუვენტუსსმა ” მეტოქედ შესაძლოა მიიღოს : პორტო , არსენალი  , რეალი , სელტიკი , ვალენსია და გალათასარაი

” მილანმა ” მეტოქედ შესაძლოა მიიღოს : პსჟ , შალკე , ბორუსია , ბაიერნი , ბარსელონა , მანჩესტერი .

 

73 thoughts on “დღევანდელი წილისყრის ანონსი

  1. myvideo-ზე ვნახე პროგრამები და არაა კენჭისყრა…
    ასე რომ GmG-ზე ვუყუროთ იუვენტინოებო… :forza:

    მთავარია რეალს-პორტუს ავცდეთ… ვალენსია-არსენალს შევეტოქებით და დიდი ბრძოლა მოგვიწევს, აი გალათასარაი-სელტიკი კი ფანტასტიკური ვარიანტები იქნება :chuvak:

    მაგრად მინდა რა მე-4 ფინალში 8 საუკეთესესოში მოვხვდეთ და დიდი გულისფანცქალით ველი კენჭისყრას :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.