დღევანდელი წილისყრის ანონსი
დღეს , თბილისის დროით 14:30 დაიწყება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის წილისყრა . რამდენიმე საათში ცნობილი გახდება იმ გუნდის ვინაობა ვინც 1/8 ფინალურ სტადიაზე ტურინულ გრანდს დაუპირისპირდება . ქაღალდზე იტალიურ კლუბებს აქვთ საკმაოდ კარგი შანსი შედარებით იოლი მეტოქე მიიღონ . ” იუვენტუსსმა ” დაიკავა რა პირველი პოზიცია ქვე ჯგუფში გარკვეული უპირატესობები მოიპოვა . მაგალითად ის რომ პირველ მატჩს იგი სტუმრად გამართავს და ამასთანავე შესაძლო მეტოქეებიც არცთუ ისე პრობლემატურები თუ არ ჩავთვლით მადრიდის რეალს და ლონდონის არსენალს . თუმცა , კონტეს სავარაუდოდ ნაკლებად სურს ასევე ” პორტოსთან ” დაპირისპირება . რაც შეეხება მილანს , როსონერიმ მეორე ადგილი დაიკავა და შედეგად პირველ მატჩს ის შინ გამართავს , ხოლო რაც შეეხება მეტოქეს , აქ სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია . ალეგრის გუნდს უფრო მეტი შანსი აქვს მრისხანე მეტოქეს დაეჯახოს . საინტერესო დაპირისპირება იქნებოდა ” პსჟ ” – სთან , ფრანგების რიგებში ხომ არა ერთი ყოფილი მილანელია , მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული და სპორტული დირექტორით დამთავრებული …
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის მონაწილეები :
A ჯგუფი – ” პსჟ ” , ” პორტო ”
B ჯგუფი – ” შალკე ” , ” არსენალი ”
C ჯგუფი – ” მალაგა ” , ” მილანი ”
D ჯგუფი – ” ბორუსია ” , ” რეალი ”
E ჯგუფი – ” იუვენტუსი ” , ” შახტარი ”
F ჯგუფი – ” ბაიერნი ” , ” ვალენსია ”
G ჯგუფი – ” ბარსელონა ” , ” სელტიკი ”
H ჯგუფი – ” მანჩესტერი ” , ” გალათასარაი ”
” იუვენტუსსმა ” მეტოქედ შესაძლოა მიიღოს : პორტო , არსენალი , რეალი , სელტიკი , ვალენსია და გალათასარაი
” მილანმა ” მეტოქედ შესაძლოა მიიღოს : პსჟ , შალკე , ბორუსია , ბაიერნი , ბარსელონა , მანჩესტერი .
შატარი, იუვე, პორტო, პსჟ,გალა ამგენს ვფიქრობ შემდეგ ეტაპზე გასვლას იმ სამს კი არ ვიცი ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ბავარია გავა უეჭველი მარა მე არსენალი მინდა გავიდეს
რეალი-მანიუ იფფფ რა თამაშიიი
ამაზე კაი ვარიანტი არ არსებობდა
გადიან შალკე იუვენტუსი ბარსელონა ბაიერნი პარისსენჟერმენი რეალი მალაგა შახტარი
სელტიკს გასვლაზე ფრე და სახლში მოვუგებთ.აი მილანი რას იზავს??
იუვე 1/4შია.
გასვლაზეც მოვუგებთ
გლაგოშიმაგრად გაგვიჭირდება თამაში, მარა მაინც უნდა გავიდეთ
+1 მაგარი ფანები ყავთ მარა ჩვენ უკეთესი გვყავს

სელტიკს დაერხა
მილანს არ გაუმართლა
რევანშის ასაღებად ითამაშებენ არა მგონია დიდი უპირატესობა ჰქონდეთ კატალონიელებს მთლიანობაში.
დორტმუნდს გაედო
ფუ ამის მილანი მაინდამაინც ბარსას აუუფ
არსენალი ბაიერნზე რას ფიქრობთ ვინ გავა?:D
ბორუსიას დაერხა
ვაიმე მილაან
რეალი მანჩეეე
აუ მილანი მეცოდება
ბარსელონას შეხვდა
მილანი
სელტიკ მოვდივართ
მშვენიერიაააა
მილანს მოგნია რო იუნაიტედი შეხვდება
სელტიკს ვეჯახებით ბრატცი

სელტიკი
მოგიღებთ ბოლოს
Juventus-celtic Dzalian kargi

სელტიკი
სელტიკიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
