ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” მადლობა ბიჭებს ”

გუშინდელი დაძაბული შეხვედრისა და ოფლით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ანტონიო კონტე საკუთარი ფეხბურთელების მიერ შესრულებულ სამუშაოს აფასებს. “კალიარისთან” მოგებით კონტეს გუნდმა არამხოლოდ სატურნირო ცხრილის პოზიცია გაიმყარა, არამედ კალენდარულ წელში მოპოვებული ქულების მხრივ კაპელოს “იუვეს” მიერ დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო…

გაშვებულ გოლს კარგად ვუპასუხეთ. პირველ ტაიმში მეტოქეებმა პენალტი დაარტყეს, ბუფონს კი მხოლოდ ერთხელ მოუწია თამაშში ჩართვამ, ეს იყო და ეს. ჩვენს წინააღმდეგ ყველა გუნდს მაქსიმუმის ჩვენება სურს, ასე იყო სარდინიელებთანაც, შეხვედრის დასრულების შემდეგ ვერცერთი მათგანი ვეღარ მოძრაობდა დაღლისგან. “

” ვიდალი? პირველ ტაიმში საკუთარ თავს არ ჰგავდა, მაგრამ მეორე ნახევარში მაინც შეძლო თავისი თამაშის ჩვენება, მიუხედავად გაცუდებული თერთმეტმეტრიანისა. ეს ის ადამიანია, რომელსაც ყოველთვის დაუფიქრებლად წავიყვანდი ომში. ჩემი ყვირილი გოლის დროს? ეს იყო ყველაფერი განცდილის გამოძახილი. პირველ რიგში, ბიჭებს უნდა გადავუხადო მადლობა. ადვილი არ ყოფილა, რაც გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ მოგვიწია მთელი ძალისა და ჩვენი მომწიფებულობის დამტკიცებამ. “

” რაც შეეხება რეკორდს, იმის გასაგებად, თუ რა საოცარი წელი ჩავატარეთ, კაპელოს 2005 წლის ის გუნდი უნდა გაიხსენოთ, რომელსაც წინა რეკორდი ეკუთვნოდა. დანარჩენი უბრალოდ საუბარია. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
11 years ago

:love: :forza:

11 years ago

კონტეუსი :forza: :juvee:

valeri tokhadze
11 years ago

მაგარი კაცია როგორ გაუხარდა მეორე გოლი :forza:

d a v i d
11 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x