ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” პრობლემებმა დადებითად იმოქმედა ჩემზე ”

ეს ის იუვენტუსია , რომელიც რეკორდს რეკორდზე ამყარებს . გასული სეზონი უდაოდ გამორჩეული იყო და ეს დამატებით სტიმულია , რომ წლევანდელში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შედეგი “ – საუბრობს ჟურნალისტებთან ლეონარდო ბონუჩი : ” არის თუ არა წლევანდელი წლის დასასრული ჩემთვის გამორჩეული ? იოლს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ . რისი თქმაც შემიძლია არის ის , რომ საკუთარი პოტენციალი გავიაზრე . ბუნებრივია ამ ყოველივემ ადამიანური კუთხით ბევრი რამ შემმატა . ყოველთვის უდანაშაულოდ მიმაჩნდა თავი და სპორტული სამართალი საბოლოო ჯამში დამეთანხმა . სამაგიეროდ ის გავიგე ვის უნდა ვენდო და ვის არა . გამარჯვებების საიდუმლო ? ის თუ როგორ გვესაუბრება გასახდელში კონტე . წარმოუდგენლად მშვიდად გვესაუბრებოდა , სრულიად სხვაგვარად და ამან გვაიძულა ასეთი შემართებით დავბრუნებულიყავით მინდორზე . მწვრთნელი ნებისმიერი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია . ამ მხრივ ჩვენი თავკაცი კიდევ უფრო გამორჩეულია ” .

წყარო : Tuttosport

3 thoughts on “ბონუჩი : ” პრობლემებმა დადებითად იმოქმედა ჩემზე ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.