ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ექსკლუზიური ინტერვიუ ანტონიო კონტესთან

საშობაო არდადეგებამდე ანტონიო კონტემ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა Tuttosport – ის ჟურნალისტს ვიტორიო ორეჯიას : ” პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველას დამდეგი შობა . 2012 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ჩვენთვის . გავიმარჯვეთ სერია ა-ში და თან ისე , რომ ერთ შეხვედრაშიც კი არ დავმარცხებულვართ , ვიასპარეზეთ იტალიის თასის ფინალში და მოვიპოვეთ იტალიის სუპერ თასი . მიმდინარე სეზონში კი ვლიდერობთ კალჩოში , ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური მოვიპოვეთ და ამასთანავე ვითამაშებთ იტალიის 1/4 ფინალში … ვფიქრობ საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ “

შარშანდელი ჩემპიონობა …

” როდესაც ნოემბერ დეკემბერში ” მილანთან ” ერთად სტაბილურად მივდიოდით მხარ და მხარ , ყველა იმას მეკითხებოდა , თუ რა გზით იქნა ეს პროგრესი მიღწეული , პასუხი მარტივია : მუშაობა და კიდევ ერთხელ მუშაობა . სიმართლე გითხრათ ეს მიღწევადი გახდა მოწადინებულობის და პროფესიონალიზმის ხარჯზე , თითოეული ფეხბურთელის და ხელმძღვანელის მხრიდან ” .

იტალიის თასი და სუპერ თასი …

” სერია ა-ში რომ არ მიგვეღწია გამარჯვებისთვის , ვფიქრობ ფინალი სხვა სცენარით წარიმართებოდა . ” ნაპოლი ” გაცილებით მოტივირებული ვიდრე ჩვენ , თუმცა … მსაჯს რომ იმ ეპიზოდში შეეჩერებინა შეხვედრა , როდესაც მარკიზიოზე დაირღვა თამაშის წესები , მაშინ … სუპერ თასსზე მიღწეული წარმატება კი ლოგიკური იყო , რადგან მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა ჩვენი დომინირება . ამაზე ორი აზრიც არ არის ” .

ორთაბრძოლა ” მილანთან ” , ” ინტერთან ” და მუნტარის გოლი …

” თქვენც კარგად იცით , რომ მუნტარის არ ჩათვლილ გოლს , მალევე მოჰყვა მატრის გაუქმებული ბურთი . მთავარი მეტოქე გასულ სეზონში პირადად ჩემი ალეგრი იყო , უფრო მეტიც ალბათ მტერი , თუმცა არა პირდაპირი გაგებით რა თქმა უნდა . მასმედიაში კი ნამდვილი ომი მიდიოდა , რომელიც ერთ მიზანს , რომელიმე კონკრეტული კლუბის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად . მაგრამ მე არასოდეს გამომიყენებია სიტყვა ” მაფიოზი  ” და არ მიწოდებია იგი გალიანისთვის , რომელსაც როგორც მენეჯერს ძალიან დიდ პატივს ვცემ . თავის დროზე მორატიც მტერი იყო , რომელთანაც მასმედიის საშუალებით ომი მიმდინარეობდა , მაგრამ ურთიერთ პატივისცემას არასოდეს ვივიწყდებდით ” .

კონტე და ფეხბურთი …

” ეხლაც რომ ფეხბურთელი ვიყო ისეთ მწვრთნელს ვისურვებდი როგორიც ანტონიო კონტეა . ის ფეხბურთს სხვაგვარი კუთხით დამანახებდა . მწვრთნელი წონა გუნდში 10 % , 20 % ან უფრო მეტია . ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად მოარგებს და გააგებინებს გუნდს საკუთარ იდეებს . ფეხბურთი ” ლეჩეს ” ახალგაზრდულ გუნდში საკუთარი სიამოვნების გამო დავიწყე , თუმცა უკვე აქ ვიყავი მწვრთნელი , ჩემი ძმის გუნდში , რომელიც დაწყებით კლასში იყო იმ პერიოდში . მივაღწიე თუ არა მიზნებს ? როგორც ფეხბურთელმა დიახ . მომიწია ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ასპარეზობა , როგორებიც იყვნენ ზიდანი , ბაჯო , დელ პიერო . ხუთჯერ მოვიპოვე სკუდეტო , ერთხელ ლიგის თასი და გავხდი ” იუვენტუსის ” კაპიტანი . საუკეთესოების სათავეში ვიმყოფებოდი . როგორც მწვრთნელი არა – ყოველთვის იმას ვფიქრობ მოვხდე იქ , სადაც ფეხბურთელობის პერიოდში შანსიც არ მქონია . არასოდეს შევჩერდები და გავაგრძელებ პროგრესირებას , ტექნიკურად , ტაქტიკურად , ფსიქოლოგიურად და მენეჯერული კუთხით . როდესაც სახლში ვარ , ყოველთვის ვირჩევ ისეთ წიგნს , რომელიც დამეხმარება პროფესიული კუთხით . დღეისათვის ანდრეა აგასის ბიოგრაფიულ წიგნს ვკითხულობ , მაინტერესებს თუ რა გზით მიაღწია მან ასეთ მწვრვალებს . ვსწავლობ ასევე ინგლისურ ენას რაც სიმართლე გითხრათ რთულად გამომდის , თუმცა უცხოელებთან ურთიერთობის დამყარებაში ეს იდეალური საშუალებაა . მსურს სწორი სიტყვები შევარჩიო რათა მოტივაცია გავუზარდო გასახდელში ყოფნისას . ვთვლი , რომ მწვრთნელი ცოტ ცოტა ყველაფერს უნდა ფლობდეს და არა ერთი რაიმე გამორჩეულით იწონებდეს თავს ” .

მომავალი ” იუვენტუსის ” შემდეგ …

” ვნახოთ … ეს ჯერ კიდევ ოცნებებია . კარიერის დასრულების შემდეგ არ დავმშვიდობებივარ კლუბს , რადგან მწვრთნელის რანგში მსურდა დაბრუნება . იმედი მაქვს , გრძელი და წარმატებული გზა მელის ” იუვენტუსში ” . შემდგომ არ გამოვრიცხავ კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებას , თუმცა გამორჩეულად ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის სურვილი მაქვს ” .

პირადი ტრაგედია მწვრთნელის რანგში …

” პირველი წელი მწვრთნელის რანგში დიდ სიხარულთა და ემოციებთან არის დაკავშირებული , რაც ალბათ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის თასი თუ შეედრება ფეხბურთელის რანგში მოპოვებული . არაფერი და არავინ არ არსებობს ისეთი , რომელიც ამ ემოციას რაიმე სახით დაანგრევს ან დაამწუხრებს , მიუხედავად იმ მტკივნეული პერიოდისა და სიტუაციისა რაც გამოვიარე . დღეისათვის შემიძლია გადაჭრით იმის თქმა , რომ გაცილებით ძლიერი გავხდი . ორი აზრი არაა , ეს ჯოჯოხეთი იყო და აუცილებელია ნამდვილად გარკვეული კორექტირებების შეტანა სამართალში . შეხედეთ ” ნაპოლის ” . ძალიან მეცოდებიან ნეაპოლიტანელები და არ ვთვლი სამართლიანად იმ ყოველივეს რაც მათ დაატყდათ თავს . როგორც პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა , აუცილებელია სპორტული სამართლის რეფორმირება . მედალი მსურს გადავცე ” ნაპოლის ” მოთამაშეებს , რადგან ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია თითქოს მათ წინადადებები შესთავაზეს , რაზეც უარი განაცხადეს . ჩემს სიტუაციას რაც შეეხება , განვმეორდები უფრო მეტად ძლიერი პიროვნება გავხდი . დიდი შანსი იყო ეს ყოველივე კატასტროფული შედეგით დასრულებულიყო , მაგრამ კლუბის ერთიანობამ ყველაფერი დადებით მხარეზე გადაწონა . რთულ სიტუაციაშიც ანდრეა ანიელი არ იცვლიდა იმ კურს , რომელიც თავიდანვე დაისახა . პრეზიდენტმა მაიძულა მერწმუნა საკუთარ თავში და და კლუბსაც იგივე განცდა შეუქმნა ჩემს მიმართ . ჩემის მხრივ არასოდეს მიგრძნობინებია გაფუჭებული ხასიათი ფეხბურთელებისთვის ” .

წარსულიდან მომავალში …

” გაცილებით ძლიერია დღევანდელი გუნდი შარშანდელისაზე , რადგან ერთ წლიანმა მუშაობამ , იმ პერიოდში როდესაც კლუბს მთავარი მწვრთნელი მთელი ოთხი თვე აკლდა , გამოიღო პროდუქტიული შედეგი . კლუბი დიდებულად ასპარეზობდა ეს რომ დავუშვათ არ ყოფილიყო ასე , პირველი ვიქნებოდი ვინც ანიელის მწვრთნელის შეცვლას მოსთხოვდა ” …

სატრანსფერო საკითხები …

” არ ვიცი საიდან გაჩნდა დროგბაზე ინფორმაცია . მასსზე არასოდეს არ მისაუბრია , თუმცა ექსტრა კლასის ფორვარდზე რომ ვსაუბრობთ ეს ფაქტია . მან ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა რაც საკმარისად მეტყველებს მის პროფესიონალიზმე და დონეზე . მის მახასიათებლებს არ დაგიმალავთ და კლუბისთვის სასიკეთოდ გამოვიყენებდი . როგორ ვარწმუნებ ანიელის ამა თუ იმ ფეხბურთელის დამატებას ? კი არ ვარწმუნებ არგუმენტებს ვუდებ და აქამდე ის ბედნიერი იყო , თუმცა შეიძლება კიდევ უფრო ბედნიერი გახდეს . ის ეგოისტური სვლები რასაც კლუბი სატრანსფერო ბაზარზე იყენებს , წარმატებულია თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც … მე უფრო მეორე ვარიანტს მივანიჭებდი უპირატესობას . კარგად ვიცით თუ რა გვჭირდება და როდის უნდა ჩავერთოთ საქმეში . არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ 50 მილიონი ევრო დავხარჯოთ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . თუმცა , ჩვენს პროექტებზე შესაძლებელია 35-40 მილიონი ევროს დახარჯვა ” .

” სელტიკი ”

” მათ უკვე ” უკბინეს ” ბარსელონას . თავდაჯერებულობამ შეიძლება დაგვღუპოს , ამიტომ მიწაზე უნდა ვიყოთ და ღრუბლებში არ უნდა დავფრინავდეთ .  გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ? არ ვჩერდებით იმისთვის , რომ მივაღწიოთ ამას . ამასთან ერთად არ ვწყვიტავთ ამაზე ოცნებას , ეს დანაშაული იქნებოდა . ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოლებთ ბოლო წამამდე ” .

და ბოლოს … დელ პიერო …

” ალესანდროს ხელმძღვანელობა ურთულესი იყო , მაგრამ ეს შევძელი . დამეხმარა ის ფაქტი , რომ ტიფოზები მასსაც და მეც ერთნაირად გვცემდნენ პატივს . ეს ხომ ამასთანავე ჩემი სულ რაღაც მეორე ჩემპიონატი იყო . მადლობა მინდა გადავუხადო რადგან საჭირო დროს დელ პიერო ყოველთვის გვიწვდიდა დახმარების ხელს , მიუხედავად იმისა რომ ხშირად რჩებოდა სათადარიგოთა სკამზე . ის იმ ოქროს ხანის წევრი იყო , რომელიც ლიპის ეპოქაში შეიქმნა . პადოინიც , კასერესიც , ჯიაკერინიც და მარონეც , მათ არასოდეს გამოუხატავთ პრეტენზია , ისინი უბრალოდ გამოდიოდნენ მოედანზე და მაქსიმუმს იღებდნენ გუნდისთვის ” .

 

წყარო : Tuttojuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

კონტეუსი :forza: :juvee:

Giorgi kasrashvili
11 years ago

ვითომ მართალია ხალხნო??? აი საახალწლო საჩუქარიიიც მაროტადან ეს იქნებაა

კარგი ამბები მაქვს ბიანკონერებოოოოოო
“შანხაი შენხუას” ფორვარდმა დიდიე დროგბამ ტურინში საცხოვრებელი ადგილის ძებნა დაიწყო,სადაც იგი “იუვენტუსში” ასპარეზობის დროს იცხოვრებს,იტყობინება Football Italia.

იტყობინებიან,რომ თავდამსხმელი ტურინში ბინის საძებნელად ჩავიდა.

დროგბას გადაბირების მთავარ პრეტენდენტებად “მილანსა” და “იუვენტუსს” მოიაზრებდნენ,თუმცა,როგორც ხედავთ კოტ’დივუარელმა ფეხბურთელმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და უახლოეს დროში “იუვენტუსთან” კონტრაქტს გააფორმებს.
:forza: :forza: :forza:

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  Dutch

რავი ვნახოთ ძმა, იმედია ჭორი არ იქნება და დავიმატებთ…
აი დაცვის ცენტრში კი ბარძალი-ბონუჩი-მარონე ცოდვები არიან ტოოო…

და ცენტრალური გვინდა, თან ლუსიო წავიდა და ჯორჯო 3 თვით :loool:

რაც შეეხება მარცხენა ფრთას, რომ ასამოა აფრიკის თასზე მიდის, ეგ არაფერია, თებერვალში ლიგაზე დაგვიბრუნდება და მანამდე სერია-A ში დეჩელიე-კასერესი-ჯაკერინიც ითამაშებს მაგ პოზიციაზე.

არანაირი პელუზო და არმერო არ გამაგონოოონ :blin:

levani davitadze
11 years ago

:forza: :forza: :forza:
და ბოლოს დელ პიერო…

G M
G M
11 years ago

მაგარი ძმაა ანტონიო!
კარგად მოსაუბრეა + საუბრის შესაბამისად საქმის კარგად გამკეთებელი..
შენ შემოგევლე გრაფ, საერთოდ რო არავინ გვეყენოს მარცხნივ და მარჯვნივ, შენი იმედი სულ მაქვს რომ შეუტევ თითო ტაიმი მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც))))
11ლომი მოედანზე + გულშემატკივარი და ამ ყველაფერს დამათებული კონტე!!! აი დღევანდელი იუვე :boli:

vitali darsania
11 years ago

სულ მსიამოვნებს ამის ინტერვიუების კითხვა

Giorgi kasrashvili
11 years ago

გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ? არ ვჩერდებით იმისთვის , რომ მივაღწიოთ ამას . ამასთან ერთად არ ვწყვიტავთ ამაზე ოცნებას , ეს დანაშაული იქნებოდა . ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოლებთ ბოლო წამამდე ”

აგერ ნახეთ თუ ლიგა არ მოვიგოთ წელს :chuvak:
:forza: :forza: :forza:

snuff-juve
11 years ago

საღოლ კონტე მაგარი კაცი ხარ :love: :love: დროგბა ეხლა მართლა კაი ვარიანტია ისე რა ისმის ხოარ იცით?

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x