ბონუჩი : ” პრობლემებმა დადებითად იმოქმედა ჩემზე ”
” ეს ის იუვენტუსია , რომელიც რეკორდს რეკორდზე ამყარებს . გასული სეზონი უდაოდ გამორჩეული იყო და ეს დამატებით სტიმულია , რომ წლევანდელში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შედეგი “ – საუბრობს ჟურნალისტებთან ლეონარდო ბონუჩი : ” არის თუ არა წლევანდელი წლის დასასრული ჩემთვის გამორჩეული ? იოლს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ . რისი თქმაც შემიძლია არის ის , რომ საკუთარი პოტენციალი გავიაზრე . ბუნებრივია ამ ყოველივემ ადამიანური კუთხით ბევრი რამ შემმატა . ყოველთვის უდანაშაულოდ მიმაჩნდა თავი და სპორტული სამართალი საბოლოო ჯამში დამეთანხმა . სამაგიეროდ ის გავიგე ვის უნდა ვენდო და ვის არა . გამარჯვებების საიდუმლო ? ის თუ როგორ გვესაუბრება გასახდელში კონტე . წარმოუდგენლად მშვიდად გვესაუბრებოდა , სრულიად სხვაგვარად და ამან გვაიძულა ასეთი შემართებით დავბრუნებულიყავით მინდორზე . მწვრთნელი ნებისმიერი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია . ამ მხრივ ჩვენი თავკაცი კიდევ უფრო გამორჩეულია ” .
წყარო : Tuttosport
ლეო რამდენი წლისააა?
1987-წლიანია
25-წლია არ გამოდის?
კი ეგრეა 25 წლისაა მე უფრო პატარა მეგონა მაგრამ რომ ცნახე 25 წლისაა