ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიოვინკო : ” ტურინში მსურს დარჩენა ”

სებასტიან ჯიოვინკო არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის გაფორმებას ბიანკონერისთან , თუმცა ამტკიცებს რომ სწორედ აქ სურს კარიერის დასრულება . ატომურ ჭიანჭველას ტურინელებთან , კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს . უკანასკნელი ორი სეზონი კი მოკრძალებულ პარმაში გაატარა : ” თუ შენი , განსხვავებული გზით მიდიხარ , მაშინ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებ . ეს ყველაფერი ” პარმას ” გამო გავაკეთე და კმაყოფილი ვარ შედეგით , თუმცა დადგა დრო კარიერა შავ თეთრი მაისურით გამეგრძელებინა და იმედს გამოვთქვავ აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები . კონტრაქტის გახანგრძლივება არ არის საჩქარო , რადგან ” იუვენტუსი ” არის საუკეთესო რამ რაც შეიძლება ცხოვრებაში გეწვიოს და ამიტომაც მინდა აქ დარჩენა. იანვარში 26 წელი შემისრულდება და სად გინდათ , რომ გადავიდე ? … ის რომ მხოლოდ ტექნიკური არსენალის ქონა არ არის საკმარისი ფაქტია . აუცილებელია დისციპლინა , სერიოზულობა და წესებისადმი პატივისცემა . ის რაც თქვენს თავშია , შესაძლოა წარმატების მომტანი იყოს . როდესაც დიდ კლუბში ასპარეზობთ , ზეწოლა ეს ჩვეული მოვლენაა . კრიტიკა ხომ თამაშის განუყოფელი ნაწილია . ანტონიოს სწამდა ჩემი , რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა . მწვრთნელი მზად არის , ნებისმიერ ფეხბურთელს დაეხმაროს ” .

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
12 years ago

საამუდამოთ იუვეში იუვენტინოო კაცოო :love: :forza: :forza: :italy:

12 years ago

ბოლო პერიოდში მაგრად მოუმატა.. ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, მომენტების რეალიზება რომ გამოასწოროს საერთოდ დაგლიჯავს!!!!!

datogafo
12 years ago

მაგარია სება ესეთი ფეხბურთელი მინდოდა რომ იუვეს ყოლიყო გუნდს.

Giorgi kasrashvili
12 years ago

სება მე შენი მწამს და მჯერა. მჯერა რომ იუვეს ბევრ ტიტულს მოაგებინებს შენი ფანტასტიკური თამაშები :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x