2012 : ზე – წელი ბიანკონერებისთვის !
2012 წელი ბიანკონერების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.ტურინის “იუვენტუსმა” ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მოიგო რიგით 30-ე სკუდეტო და მეხუთე იტალიის სუპერთასი.2012 წლის 8 იანვრიდან, როცა შავ-თეთრებმა “ლეჩე” ალესანდრო მატრის გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს, 21 დეკემბრამდე ( “კალიარისთან” მატჩი ) ტურინელებმა სერია A – ში 40 შეხვედრა გამართეს, ამათგან მოიგეს 28, ფრედ დაასრულეს 10 და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.სულ კონტეს შეგირდებს 98 ქულა დაუგროვდათ.ბიანკონერი ლიდერია ქულების მხრივაც, მათ 21 ქულით მეტი დააგროვეს ვიდრე “მილანმა” და “ნაპოლიმ”, ყველაზე მეტჯერ მოიგეს და ყველაზე ნაკლები რაოდენობის მარცხი განიცადეს.”იუვე” ლიდერია გატანილი გოლების მხრივაც, სულ 80, საშუალოდ 2 ბურთი მატჩში.თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი დაცვის იდეალური თამაშია.გაშვებული მხოლოდ 20 გოლი, 0,5 საშუალოდ.კარერას, ანჯელო ალესიოსა და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ტურინელებმა სულ 120 შეცვლა განახორციელეს, გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი სტანდარტიდან, სულ ექვსი, აქედან ხუთი ანდრეა პირლოს ანგარიშზეა.ყველა ტურნირში ბიანკონერებმა 52 მატჩი გამართეს, 6 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 იტალიის სუპერთასზე პეკინში, ხუთი იტალიის თასზე.შავ-თეთრებმა 35 მატჩი მოიგეს, 14 ფრედ ითამაშეს და სამჯერ დამარცხდნენ.ყველა ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობა 104 უტოლდება, გაშვებული ბურთების რაოდენობა კი 31 – ის ტოლია.კლუბის ბომბარდირები ამ წელს არტურო ვიდალი და მირკო ვუჩინიჩი იყვნენ, 14-14 ბურთით.ჩატარებული შეხვედრების მხრივ რეკორდსმენი მაესტრო ანდრეა პირლოა, სულ 4446 წუთი ანუ 76 საათზე მეტი გატარებული მწვანე მინდორზე, მატჩების მხრივ ეს რიცხვი 49 უდრის.
მალე საფრანგეთიც გადაუსწრებს იტალიას 3 ღა აკლია+
დროგბა გვინდა რა
ერთი რაღაც მაინტერესებს სად ვნახო ჩემპიონატებს შორის ქულების სხვაობა ლიგაზე გერმანელ შვაინებტან მაინტერესებს სხვაობა
gaixare madloba
1. ლეო მესი (არგენტინა) 2. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) 3. ჩავი (ესპანეთი) 4. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) 5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) 6. რადამელ ფალკაო (კოლუმბია) 7. რობინ ვან პერსი (ჰოლანდია) 8. ანდრეა პირლო (იტალია) 9. იაია ტურე (კოტ დივუარი) 10. ედინსონ კავანი (ურუგვაი) 11. სერხიო აგუერო (არგენტინა) 12. იკერ კასილიასი (ესპანეთი) 13. ნეიმარი (ბრაზილია) 14. სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი) 15. ჩაბი ალონსო (ესპანეთი) 16. ტიაგო სილვა (ბრაზილია) 17. მესუთ იოზილი (გერმანია) 18. დავიდ სილვა (ესპანეთი) 19. ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია) 20. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) ეს ნახეთ რა გარდიანმა რა საცოდაობა დაწერა 12 კასილასია და 20 ჯიჯი და მარკიზიო საერთოტ ასეულშივ ვერ მოხვდა და ტიაგო… Read more »
პირლოზე 10 წელი უნდა დამეწერა სტაბილურად თამაშობს მეთქი
ხოო მართლა რაა კაიი ტოო ფალკაოზე მეტი დამსახურება აღარ აქ მარკიზიოს პირლოს კიელინის და დეროსის ტოო? ან ვიდალს? :@.... ....
მართლაც დიდებულ გუნდს ვგულშემატკივრობთ, მეამაყება რო ტიფოზი ვარ. ყველაფერი იდეალურად იყო, ერთი გამონაკლისის გარდა, დიდი ალექსი დაგვემშვიდობა. სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული უკვლებლივ ყველა ქებას იმსახურებს.

მართლა მაგარი წელი გამოვიდა საბოლოოდ შემდეგი უკეთესი იქნება უუუკეთესი

უკეთესი, უკეთეეესი

ნაყოფიანი წელი იყო, იმედია მომდევნო 2013 წელი, უფრო დიდი ბედნიერების მომტანი იქნება, მართლაც ძლიერი კოლექტივია იუვეში, როგორც თანამდებობებზე ასევე მწვრთნელები და ფეხბურთელები
