ვენგერს მატრის შეძენა სურს
ლონდონის “არსენალმა” ვან პერსის გაშვების შემდეგ ლუკაშ პოდოლსკი და ოლივერუ ჟირუ გაიფორმა, მაგრამ ჯერჯერობით ფორვარდები გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ. არის თამაშები, როდესაც ისეთი სწრაფ და შემტევ გუნდს როგორიც “არსენალია” 90 წუთის მანძილზე კარში საერთოდ არ აქვს დარტყმული ან თუ დაარტყა 2-3ჯერ და იციც არაზუსტად. “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს გუნდში ახალი ფორვარდის მოყვანა სურს და თვალი “იუვეს” 32-ე ნომერს ალესანდრო მატრის დაადგა. ვენგერი მზადაა ფორვარდში დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. პრესაში იწერება, რომ ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში “იუვენტუსი” “არსენალიდან” ბაკარი სანიას შეიძენს, რომელთანაც “მეთოფეები” შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.
სანია არა მარა ვოლკოტი გამოუსვან აქეთ :D
მატრო ჩვენთან დარჩებაა აი ბენტნერი თუ უნდათ წაიყვანონ

მშვიდობაში მოიხმარონ,,, იქნებ იქ გაიხსნას მაინც,, ნაგდად არ მეწყინება
არ მინდა , რომ გაუშვან მითუმეტეს სანიასთვის… გაიყვანეთ ეგ გლეხი, სანიაო ისე ლაპარაკობთ გეგონება დანი ალვეში მყავდეს…კაი რა სანია, ძმაკაცია არსენალის ფანი და ზუსტად მაგ ფეხბურთელზე ვეკაიფები ხოლმე სანია რომ გყავს ის რა გუნდია მეთქი

ამის გაშვებას კვალიარელა გაუშვან ჯობია
წაიყვანონ და არავინ მინდა არსენალიდან მით უმეტეს სანია თუ ვინმე მინდა მაგ ფლანგიდან დაცვაში მაშინ კოლაროვი მოიყვანონ ან ნაინგოლანი
ისე კი მცველებიდან კოლაროვი, ნაინგოლანი
ნახევარ მცველები ვილიანი ან სემ დე იონგი
თავდამსხმელები დამიაო ან ლევანდოვსკი ან დროგბა
გუნდიდან გავუშვებდი პეპეს, დე ჩელიეს, მატრის, ბენდტნერს.
პეპეს გაშვება არასამართლიანი იქნება … ისე კაი მადა გქონია …. სადაა ფული თორე კი )))))) კოლაროვი აღარ ვარგა უკვე არაფრად და ეგეთი ფეხბურთელის ყიდვა უაზრობაა, დე ჩელიეზე 200 % ით გეთანხმები …
წაიყვანეთ
კარგი იქნება რო წავიდეს მატრი მაგრამ სანიას მირჩევნია ჯირუ წამოიყვანონ მაგაზე იყო წინათ საუბარი მგონი და
სანია ფლანგზე იმის რა მაგარი იქნება
სანია თუ გადმოიყვანეს წნევა დამარტყავს სიხარულისგან ვაიმე რა გუნდი იქნება სანია და დოს სანტოსი რომ იყიდონ უფრო დროგბა
თუ წავა კარგი იქნება არსენალი, თან სანიაც თუ დავითრიეთ
წავიდეს ბიჭი არსენალში, მაგრად ვუქომაგებ, ჩემი აზრით ბევრ გოლს შეყრის, ცოდვაა იუვეში დაიჩაგრა.