ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : ” სამუდამოდ ” იუვენტინო ” ”

სანტიაგოში , სადაც არტურო ვიდალი საკუთარ ოჯახთან ერთად ატარებს შვებულებას , მან ინტერვიუ ადგილობრივ რადიო Adn – ს მისცა . სწორედ მისი სიტყვები ამშვენებს გაზეთ Tuttosport – ის დღევანდელი ნომერს : ” მე ბედნიერი ვარ ” იუვენტუსსში ” და მადლობელი ვარ აქ ყოფნისთვის . პირველივე წელს სკუდეტოს და იტალიის სუპერ თასის მოპოვება მოვახერხე . უდიდესი სურვილი მაქვს , რომ იმავე კურსით გაგრძელდეს ყველაფერი ” .

ახალი მიზანი 2013 წლისთვის

” 2013 წელს არის მიზანი , რომელზედაც ვახორციელებ კონცენტრირებას . ეს წელი განსაკუთრებული უნდა გახდეს ჩემს კარიერაში და ოჯახისთვისაც გამორჩეული უნდა იყოს . პირველი ეს არის დავამტკიცოთ კიდევ ერთხელ რომ იტალიის უძლიერესი კლუბი ვართ . არა ნაკლებ მნიშვნელოვანია წარმატება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და ასევე იტალიის თასსზეც . სამივე ტურნირი პრიორიტეტულია ჩვენთვის :  უამრავი დადებითი ემოცია გამაჩნია ამ მიზნებისადმი და დარწმუნებული ვარ , ისინი რეალიზებული იქნება ” .

არტურო დარწმუნებულია , რომ ” სელტიკთან ” დაპირისპირება ნამდვილი ომი იქნება …

” ორი აზრი არაა , რომ ეს უკომპრომისო ბრძოლა იქნება . ეჰ … “

თემა ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს და იქ კვალიფიკაციასაც შეეხო …

” შევეცდებით ყველაფერი საუკეთესო კუთხით განვახორციელოთ , რათა მოვიპოვოთ მუნდიალის საგზური ” .

Guardian – მა არტურო გასული წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელში შეიყვანა და 57 პოზიცია მიაკუთვნა

” სასიამოვნოა ბუნებრივია , მაგრამ მთავარია გაგრძელდეს ის გამარჯვებების გზა რასაც სათავე გასულ სეზონში დაედო .

 

მასსზე პრეტენზიას მადრიდის ” რეალი ” , ” პსჟ ” , ” ბაიერნი ” და ორივე მანჩესტერული კლუბი აცხადებენ , მაგრამ არტურო ” იუვენტუსში ” დარჩენას ჰპირდება ტიფოზერიას : ” სამუდამოდ აქ ” , სამუდამოდ ” იუვენტინო ” …

 

წყარო : Tuttojuve.com

7 thoughts on “ვიდალი : ” სამუდამოდ ” იუვენტინო ” ”

  1. პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 2012 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ 11 კაცში მოხვდა ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი.
    აქვე, სიმბოლური ნაკრები:
    იკერ კასილიასი – ფილიპ ლამი, ვენსან კომპანი, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა – ჩაბი ალონსო, ჩავი, ანდრეს ინიესტა, რამირესი – ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.
    კომედიაა დედას გეფიცებით

  2. მაგარი კაცია არტურო, ნაღდი ბიანკონეროა. არასდროს დამავიწყდება ტრამვით რო თამაშობდა ჩელსისთან და ჩეხი რო გაჭიმა. მართალია შარსან უკეთესი სეზონი ქონდა, მაგრამ წელსაც კარგი იყო. არტუროოოოოოოოოოოოო :juventus: :juventus: :juventus:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.