ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : ” სამუდამოდ ” იუვენტინო ” ”

სანტიაგოში , სადაც არტურო ვიდალი საკუთარ ოჯახთან ერთად ატარებს შვებულებას , მან ინტერვიუ ადგილობრივ რადიო Adn – ს მისცა . სწორედ მისი სიტყვები ამშვენებს გაზეთ Tuttosport – ის დღევანდელი ნომერს : ” მე ბედნიერი ვარ ” იუვენტუსსში ” და მადლობელი ვარ აქ ყოფნისთვის . პირველივე წელს სკუდეტოს და იტალიის სუპერ თასის მოპოვება მოვახერხე . უდიდესი სურვილი მაქვს , რომ იმავე კურსით გაგრძელდეს ყველაფერი ” .

ახალი მიზანი 2013 წლისთვის

” 2013 წელს არის მიზანი , რომელზედაც ვახორციელებ კონცენტრირებას . ეს წელი განსაკუთრებული უნდა გახდეს ჩემს კარიერაში და ოჯახისთვისაც გამორჩეული უნდა იყოს . პირველი ეს არის დავამტკიცოთ კიდევ ერთხელ რომ იტალიის უძლიერესი კლუბი ვართ . არა ნაკლებ მნიშვნელოვანია წარმატება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და ასევე იტალიის თასსზეც . სამივე ტურნირი პრიორიტეტულია ჩვენთვის :  უამრავი დადებითი ემოცია გამაჩნია ამ მიზნებისადმი და დარწმუნებული ვარ , ისინი რეალიზებული იქნება ” .

არტურო დარწმუნებულია , რომ ” სელტიკთან ” დაპირისპირება ნამდვილი ომი იქნება …

” ორი აზრი არაა , რომ ეს უკომპრომისო ბრძოლა იქნება . ეჰ … “

თემა ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს და იქ კვალიფიკაციასაც შეეხო …

” შევეცდებით ყველაფერი საუკეთესო კუთხით განვახორციელოთ , რათა მოვიპოვოთ მუნდიალის საგზური ” .

Guardian – მა არტურო გასული წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელში შეიყვანა და 57 პოზიცია მიაკუთვნა

” სასიამოვნოა ბუნებრივია , მაგრამ მთავარია გაგრძელდეს ის გამარჯვებების გზა რასაც სათავე გასულ სეზონში დაედო .

 

მასსზე პრეტენზიას მადრიდის ” რეალი ” , ” პსჟ ” , ” ბაიერნი ” და ორივე მანჩესტერული კლუბი აცხადებენ , მაგრამ არტურო ” იუვენტუსში ” დარჩენას ჰპირდება ტიფოზერიას : ” სამუდამოდ აქ ” , სამუდამოდ ” იუვენტინო ” …

 

წყარო : Tuttojuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
12 years ago

მეფე არტური კარიერის ბოლმდე იუვეშიი ძან მაგარი იქნებაა ნამდვილი მეომარია მართლა მოედანზე :love: :achuu: :forza: :forza:

valeri tokhadze
12 years ago

ძალიან მაგრად შემიყვარდა ეს ტიპი :love:

lasha naxucrishvili
12 years ago

არტუროოოოო :forza:

delpieronedved
12 years ago

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 2012 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ 11 კაცში მოხვდა ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი.
აქვე, სიმბოლური ნაკრები:
იკერ კასილიასი – ფილიპ ლამი, ვენსან კომპანი, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა – ჩაბი ალონსო, ჩავი, ანდრეს ინიესტა, რამირესი – ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.
კომედიაა დედას გეფიცებით

delpieronedved
12 years ago

სიდნეიმ მოიგო პირველი თამაში მიმდინარე გათამაშებაში

delpieronedved
12 years ago

ა კაცი

delpo89
12 years ago

მაგარი კაცია არტურო, ნაღდი ბიანკონეროა. არასდროს დამავიწყდება ტრამვით რო თამაშობდა ჩელსისთან და ჩეხი რო გაჭიმა. მართალია შარსან უკეთესი სეზონი ქონდა, მაგრამ წელსაც კარგი იყო. არტუროოოოოოოოოოოოო :juventus: :juventus: :juventus:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x