მარკიზიო: ” ეპოქის დასაწყისში ვიმყოფებით “
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ინტერვიუ Il Messaggero – ს მისცა, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრა. “ბიანკონერის” მე-8 ნომერი მარიო ბალოტელისა და დანიელე დე როსის თემებსაც შეეხო:“მსურს, რომ 2013 წელი მინიმუმ ისეთივე გამოდგეს, როგორიც 2012 იყო. ვალდებულნი ვართ, სულ ცოტა ერთი ტიტული მოვიგოთ. რაც შეეხებათ ბალოტელისა და დე როსის, მარიოს ტურინში გადმობარგებაზე ცოტა ვიყოყმანებდი, რადგან აქ ჩვენ წესების მიხედვით ვმოქმედებთ. იგი უდიდესი ტალანტია, მაგრამ არ ვიცი ტურინში ჩამოსვლის შემთხვევაში შეძლებს თუ არა, შეიცვალოს. მე და დე როსის კი ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ჯერ კიდევ ახალგაზრდული გუნდის პერიოდიდან ერთად მოვდივართ. იგი ნამდვილი მეგობარია და ეს მეგობრობა ეროვნულ გუნდში ერთად ასპარეზობიდან მოდის. დანიელე “რომას” ახალ პროექტზე უნდა იყოს კონცენტრირებული, ის ტოტისთან ერთად “ჯიალოროსის” ნამდვილი სახეა. “იუვენტუსს” “ბარსას” რომ ადარებენ სასიამოვნოა, თუმცა ეს გაზვიადებულია. ციფრები კატალონიელთა სასარგებლოდ მეტყველებს. ჩვენ ეპოქის დასაწყისში ვიმყოფებით, ვთამაშობთ ლამაზ და მიზანდასახულ ფეხბურთს. რაც შეეხება თავდამსხმელის თემას, ბიუჯეტში კოლოსალური თანხები ამისთვის ნამდვილად არ მოიძებნება, თუმცა მე პირადად კარიმ ბენზემას გამოვარჩევდი, რომლის თამაშიც მის “რეალში” გადასვლამდეც მომწონდა. იგი პირველ რონალდოს მაგონებს.” – აცხადებს მარკიზიო.
წყარო: Football-Italia
ბენზემა მინდა იუვეში ახალგაზრდაცაა და მაგრად თამაშობს
მე მაინც მგონია რომ ბალოტელი აჯობებს ბემზემას.იუვეს ბალოტელი ან კავანი ჭირდება
კავანიზე გეთანხმები)))
ბალოტელიზე მართალი თქვა.. ხო შეიძლებოდა ტყუილი ეთქვა ან რამე, მაგალითად ძალიან გაგვიხარდება მისი მოსვლა ან რამე.. არაა, პირდაპირ თქვა არ ვიცი შეიცვლის თუ არა თავის ცუდ(მძღ…) ხასიათსო : DDD
ბენზემაზე ვეთანხმები.. ფრანგი იუვენტუსს ყველაზე მაგრად მოერგება!!! იმედია ზაფხულში ეგ ტრანსფერი შედგება
ბალოსთან არ ვეთანხმები რადგან ეს იგივე იტალიის ნაკრებია რააა და იქ კი საკამოდ კარგად მოერგო და ჭკვიანად იყო მითუმეტეს როცა ძირითადიდან არამგონი ის ვინმემ ამოაგდოს და ჭკვიანადაც იქნება უბრალოდ გარემოჭირდება მას
იუვე როგორ უყვარს

მაგარია მარკიზიო მომავალი წინაა კიდევ მრავალი წარმატება.მალე იუვენტუსს ბარსას კი არ შეადარებენ იუვეს შეადარებენ ბარსას ეს ასე იქნება დიდი არაფერია ეგ ბარსელონა.გაუმარჯოს ი უ ვ ე ს

მომავალი კაპიტანი
ამისთვის ყველაფერი დასაწყისია
მომავალი კაპიდანი კიელინია 2 წელია განსხვავება მეტი არა