ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი: ” დროგბა “მილანისთვის” უკეთესი ვარიანტია “

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ, რომელიც ამჟამად ჩინურ “გუანჯუში” მუშაობს, La Gazzetta dello Sport – თან ტურინის “იუვენტუსსა” და დიდიე დროგბაზე ისაუბრა:“თუ ალეშანდრე პატო და რობინიო მართლაც ტოვებენ “მილანს”, ჩემი აზრით, დიდიე დროგბა “როსონერისთვის” უკეთესი ვარიანტია, ვიდრე “იუვესთვის”.  მან ითამაშა ჩემი “გუანჯუს” წინააღმდეგ და შემიძლია ვთქვა, რომ ისევ ფორმაშია. მისი მოედანზე ყოფნა ნამდვილად ბევრ რამეს ცვლის. “მილანისთვის” კოტ-დივუარელი შესანიშნავი დანამატი იქნებოდა როგორც სერია ა-ში, ისე – ჩემპიონთა ლიგაზე. ტექნიკური კუთხით, იგი მშვენიერ ტანდემს შექმნიდა სტეფან ელ შაარავისთან. დროგბას ჩინეთი გულის კარნახით ან საფეხბურთო მოტივით ნამდვილად არ აურჩევია, ამ ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზი ფინანსური მხარე იყო, ის ხომ თვეში 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დათანხმდება თუ არა ხელფასის განახევრებას იტალიაში თამაშის სანაცვლოდ? ამაზე მე საკუთარი ეჭვები გამაჩნია. რაც შეეხება ელ შაარავის, იგი დელ პიეროს მაგონებს. ორივეს უყვარს მარცხენა ფლანგიდან მოქმედების დაწყება და კარის მიმართულებით მოჭრილი დარტყმის განხორციელება. სტეფანს დელ პიეროს კლასი ჯერ არ აქვს, თუმცა ზრდას აგრძელებს და შესაძლოა შეტევაში უფრო ფეთქეფადიც გახდეს. “იუვენტუსზე” იმის თქმა შემიძლია, რომ ის იტალიაში ყველაზე ძლიერია. შეიძლება თებერვალში მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ, როცა ჩემპიონთა ლიგა განახლდება, თუმცა ანტონიო კონტესთან ერთად ტურინელებმა ახალი ენერგია იპოვეს, რაც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. ეს გუნდი შეიძლება ჩემს “იუვენტუსს” შევადაროთ, მაგრამ მსგავსება კაპელოსა და ტრაპატონის “იუვესთანაც” არსებობს.” – აცხადებს ლიპი.

წყარო: Footbal-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

მე ცოტა მიკვირს ამ ხალხის… მგონი აქეთ უნდა ითხოვდნენ და იხვეწებოდნენ იუვენტუსში ჩარიცხვას. ყველა დიდი გრანდი ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია და არავინ არ დაიწყებს გარისკვას ასეთი ფეხბურთელების მიყვანით, ერთადერთი იუვეა რომელსაც პრობლემა აქვს წინა ხაზში და დიდი ფულის დახარჯვაც არ უნდა. ამიტომ ვფიქრობ იქით უნდა იყვნენ დაინტერესებულები, ესენი კიდევ რაღაცეებს წუწუნებენ.

შეიძლება მიკერძოებული ვარ მაგრამ ვინმემ ამიხსენით რითი ჩამოუვარდება ეხლა იუვენტუსი გინდათ რეალს, გინდათ ბარსელონას, გინდათ იუნაიტედს, ბავარიას… (დანარჩენები კი ჩავტოვე ჯგუფში :smile: ) მე არ ვიძახი ბოლო წლების მიღწევებს, აი ამ წამს ვიძახი, რომელი გუნდია მსოფლიოში რომელზეც ვინმე ხელ აღებით იტყვის რომ იუვეს მოუგებს! :forza:

forza bianconeri
12 years ago
Reply to 

:up: :up: :up:

dito chanturia
12 years ago

ისე მე პატოზე არ ვიტყოდი უარს კონტე საკაიპო ხდზე დააყენებდა მას

MoDeBaDzE modebadze
12 years ago

ხო დროგბა და კიდე ბენზემა და მერე მართლა პრეტენდენტები ვიქნებით

delpieronedved
12 years ago

მაგარ ფორაში იუვე და დროგბა იყიდონ და ჩათვალეთ ლიგის უმთვარესი პრეტენდენტები ვიქნებით

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x