მარადონა : ” ნახევარდაცვის ხარჯზე , ეს კლუბი ბევრს მიაღწევს ”
ლეგენდარულმა ფიგურამ საფეხბურთო სამყაროში დიეგო არმანდო მარადონამ ინტერვიუ მისცა ტურინულ გამომცემლობა Tuttosport – ს და ” იუვენტუსის ” თაობაზე საკმაოდ საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი …
დიეგო , თქვენი აზრით მოკლა თუ არა ინტრიგა კონტემ სერია ა-ში ?
” ცოტათი პლატინის იუვეს მაგონებს , რომელიც ყოველთვის ამარცხებდა ნაპოლის . თუმცა ასეთივე გამორჩეული ფიგურა ტურინელებს დღეს არ ჰყავთ ” .
უფრო ზუსტები , რომ ვიყოთ ალბათ ფორვარდი , რომელიც ვერ იტანს სეზონში მინიმუმ 20 ბურთს …
” იმის წარმოდგენაც კი მაშინებს ძლიერი ცენტრ ფორვარდის შემთხვევაში , რა ძალა გახდება ბიანკონერი . მაგალითისთვის კავანი აიღეთ . უკვე ეხლა იუვესა და მის მდევრებს შორის ჩამორჩენა 8 ქულას შეადგენს და წარმოგიდგენიათ კავანის გაფორმების შემთხვევაში ეს ციფრი სადამდე აიწევს ? “
თქვენი აზრით , რომელია ყველაზე ძლიერი რგოლი ” იუვენტუსსში ” ?
” ნახევარდაცვა რა თქმა უნდა . პირლო , მარკიზიო , ვიდალი – ესენი მსოფლიო დონის შემსრულებლები არიან . ასეთი კალიბრის მქონე მოთამაშეებთან ერთად , იუვე იმ იშვიათ გუნდებში შედის , რომლებიც არ ჩქარობენ ბურთის ატანას თავდამსხმელებამდე , რადგან მომენტები უკვე შუა ხაზიდან იწყება . გოლები და საგოლე გადაცემები ფორვარდებზე , რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან მოედანზეც და სათადარიგოთა სკამზეც . მაგალითად მატრი , რომელსაც დიდი ხანი არ ჰქონდა გოლი გატანილი . კონტემ მისცა შანსი და მან ოქროს ფასის მქონე დუბლი გააფორმა , სხვათაშორის მისი ყოფილი კლუბის კარში ” .
რომელი რგოლი მოგწონთ სხვებზე ნაკლებად ?
” დაცვა , მე მანდ ექსტრა კლასის მოთამაშეს ვერ ვხედავ . ბუფონი არ ითვლება რა თქმა უნდა ის მეკარეა და არა მცველი . ვიმეორებ , ასეთი ნახევარდაცვის ხარჯზე , საკმარისია დაცვაში საიმედოდ და თავდასხმაში პროდუქტიულად ასპარეზობა ” .
იდეალური სიტუაციისთვის ალბათ კანავაროს ტიპის მოთამაშე აკლია …
” ფაბიო ძვირფასი მეგობარია და ნამდვილი ნეაპოლიტანელი . რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ვცოხვრობთ ერთმანეთისგან დუბაიში . იცით , პირველ რიგში თავს არგენტინელად მივიჩნევ და შემდგომ იტალიელად . თუმცა შემიძლია დავიფიცო , რომ არ მენატრება საყვარელი ადგილები . აქ ცხოვრება საოცრებაა , ნამდვილი საოცრებაა ” .
წყარო : Tuttosport
მართალი ილაპარაკა

მარადონა ფეხბურთის ღმერთია !! ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე და სწორადას ილაპარაკა ყვეალფერში ვეთანხმები რაც განაცხადა ამ ინტერვიუში
მე საერთოდ არ მიზიდავს ეს კაცი და ამის აზრიც ნაკლებად მაინტერსებს, აბა იუვეს თუ დაცვა არ უვარგა ნაპოლის უვარგა დაცვა?
ეს კაცია ჩემი აზრით ფეხბურთის მეფე თუ შეიძლება ვინმეს ვუწოდოთ დამეც მირჩევნია ეს პელეს.. თან იმის მერე ვაფასებ ყველაზე მეტად როცა თქვარომ დელპიერო დატოტის დონის 10 იანი ამ გუნდს არ ეყოლდება უახლოეს პერიოდში და გაუგებარია თუ რატომ არ წაიყვანეს ნაკრებშიო
მე დიეგო პელეს მირჩევნია… შეგიძლიათ იდაოთ ამ თემაზე
ნახევარდაცვა მართლა ძაან მაგარი ყავს იუვეს :)
არაფერი არაა შესაცვლელი არც დაცვაში ჩემი აზრით,შესანიშნავი დაცვა ყავს იუვეს ხანდახან არი შემთხვევა რო ბონუჩი უშვებს შეცდომას ეგ არაფერი მთლად უშეცდომო დაცვა არცერთ გუნდს არ ყავს.
ისე რასაც ეს ამბობს კავანი რო ყოლოდა იუვესო აუ მართლა რა იქნებოდა წარმოიდგინეთ,თავდასხმაში რაღაც არასტაბილურობას აქ ადგილი ვაღიაროთ :)))
ჰო მაგრამ სახელები ბევრს ვერ ამბობენ, მთავარია რა ხდება მინდორზე, დონ დიეგო )) იუვენტუსის დაცვა მწვანე მინდორზე შეუდარებელია..
გეტანხმები მაგრამ …დიეგოსაც ვეთანხმები…კანავაროს და ნესტას დონის არ გვყავს…რაც ესპანეთთან გამოჩნდა კარგად…94 წელს ბრაზილიამ ვერ გავიტანა…98ში საფრანგეთმა…ორივე მსოფლიო ჩემპიონი გახდა მაგრამ ვერ გაგვიტანეს…ალბატ აი ესეთ მცველებს გულისხმობდა დიეგო:) თორემ ჩვენებთან არანაირი რეტენზია არ მაქ… დიდებულად ასპარეზობენ…იმედი მაქვს ბონუჩი მიაღწევს კანავაროს დონეს…სამაგისო მონაცემები ნაგდად აქვს
გეთანხმები მამუკ.. ლეო ბონუჩის ჯერ კიდევ წინ აქვს ყველაფერი.. მცველები 27-28 წლის ასაკში ღვინდებიან.. ბონუჩი ჯერ 25 არის.
უკვე დღეს მთავარი ფიგურაა დაცვაში. ცენტრში სწორედ ლეო თამაშობს