ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: ” ეპოქის დასაწყისში ვიმყოფებით “

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ინტერვიუ Il Messaggero – ს მისცა, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრა. “ბიანკონერის” მე-8 ნომერი მარიო ბალოტელისა და დანიელე დე როსის თემებსაც შეეხო:“მსურს, რომ 2013 წელი მინიმუმ ისეთივე გამოდგეს, როგორიც 2012 იყო. ვალდებულნი ვართ, სულ ცოტა ერთი ტიტული მოვიგოთ.  რაც შეეხებათ ბალოტელისა და დე როსის, მარიოს ტურინში გადმობარგებაზე ცოტა ვიყოყმანებდი, რადგან აქ ჩვენ წესების მიხედვით ვმოქმედებთ. იგი უდიდესი ტალანტია, მაგრამ არ ვიცი ტურინში ჩამოსვლის შემთხვევაში შეძლებს თუ არა, შეიცვალოს. მე და დე როსის კი ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ჯერ კიდევ ახალგაზრდული გუნდის პერიოდიდან ერთად მოვდივართ. იგი ნამდვილი მეგობარია და ეს მეგობრობა ეროვნულ გუნდში ერთად ასპარეზობიდან მოდის. დანიელე “რომას” ახალ პროექტზე უნდა იყოს კონცენტრირებული, ის ტოტისთან ერთად “ჯიალოროსის” ნამდვილი სახეა. “იუვენტუსს” “ბარსას” რომ ადარებენ სასიამოვნოა, თუმცა ეს გაზვიადებულია. ციფრები კატალონიელთა სასარგებლოდ მეტყველებს. ჩვენ ეპოქის დასაწყისში ვიმყოფებით, ვთამაშობთ ლამაზ და მიზანდასახულ ფეხბურთს. რაც შეეხება თავდამსხმელის თემას, ბიუჯეტში კოლოსალური თანხები ამისთვის ნამდვილად არ მოიძებნება, თუმცა მე პირადად კარიმ ბენზემას გამოვარჩევდი, რომლის თამაშიც მის “რეალში” გადასვლამდეც მომწონდა. იგი პირველ რონალდოს მაგონებს.” – აცხადებს მარკიზიო.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MoDeBaDzE modebadze
12 years ago

:forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

forza bianconeri
12 years ago

ბენზემა მინდა იუვეში ახალგაზრდაცაა და მაგრად თამაშობს :up:

datogafo
12 years ago

მე მაინც მგონია რომ ბალოტელი აჯობებს ბემზემას.იუვეს ბალოტელი ან კავანი ჭირდება

12 years ago
Reply to  datogafo

კავანიზე გეთანხმები)))

12 years ago

ბალოტელიზე მართალი თქვა.. ხო შეიძლებოდა ტყუილი ეთქვა ან რამე, მაგალითად ძალიან გაგვიხარდება მისი მოსვლა ან რამე.. არაა, პირდაპირ თქვა არ ვიცი შეიცვლის თუ არა თავის ცუდ(მძღ…) ხასიათსო : DDD
ბენზემაზე ვეთანხმები.. ფრანგი იუვენტუსს ყველაზე მაგრად მოერგება!!! იმედია ზაფხულში ეგ ტრანსფერი შედგება :kenwvla:

dito chanturia
12 years ago

ბალოსთან არ ვეთანხმები რადგან ეს იგივე იტალიის ნაკრებია რააა და იქ კი საკამოდ კარგად მოერგო და ჭკვიანად იყო მითუმეტეს როცა ძირითადიდან არამგონი ის ვინმემ ამოაგდოს და ჭკვიანადაც იქნება უბრალოდ გარემოჭირდება მას

12 years ago

იუვე როგორ უყვარს :forza: :juvee:

datogafo
12 years ago

მაგარია მარკიზიო მომავალი წინაა კიდევ მრავალი წარმატება.მალე იუვენტუსს ბარსას კი არ შეადარებენ იუვეს შეადარებენ ბარსას ეს ასე იქნება დიდი არაფერია ეგ ბარსელონა.გაუმარჯოს ი უ ვ ე ს :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :juvee: :juvee:

საბა შიოშვილი

მომავალი კაპიტანი :forza:

ამისთვის ყველაფერი დასაწყისია

forza bianconeri
12 years ago

მომავალი კაპიდანი კიელინია 2 წელია განსხვავება მეტი არა

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x