ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოურინიო: ” “იუვენტუსი” ერთიანი გუნდია “

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ, ტურინის “იუვენტუსზე” ისაუბრა და იტალიის 30-გზის ჩემპიონის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა: ” გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ “იუვენტუსი” არ მომწონს, რადგან მათი მეშინია. ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. ეს სასწაულად შეკრული და ორგანიზებული გუნდია. ის, რომ წინა ხაზში ეგრედწოდებული “ტოპ მოთამაშე” არ ჰყავთ, მათ ეხმარებათ კიდეც. ის ფაქტი, რომ ჩვენ ბომბარდირთა ცხრილში “იუვეს” მოთამაშეს ვერ ვხედავთ, ნიშნავს იმას, რომ გოლის გატანა ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია. კარიმ ბენზემას ან გონსალო იგუაინისნაირი მოთამაშის არყოლა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან “იუვენტუსი” ერთიანი გუნდია. ტურინული კლუბი ჩემს 2004 წლის “პორტუს” მაგონებს. თუ ვინმეს დაავიწყდა, ნება მომეცით, გავიხსენო, რომ “პორტუმ” იმ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.” – განაცხადა მოურინიომ.

წყარო: Football-Italia

11 thoughts on “მოურინიო: ” “იუვენტუსი” ერთიანი გუნდია “

  1. კაია რო გეშინია :lool:
    ძაან მაგარი მწვრთნელია ეს მარა რაღაც მინუსებიც აქ ინტრიგანია მაგარი ძაან დიდი მინუსია ეგ ჩემი აზრით მაგრად დაძაბა სიტუაცია რეალში. ჩელსიში რო იყო ამის ისტორიები რო მახსენდება მეცინება ხოლმე ეხლა რეალში :givi: ეჰ ჟოზე ჟოზეე ინტრიგანობა დაგღუპავს :lool: .

  2. ფაქტია რო იუვეზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს უკვე ეს თითვეული ჩვენთაგანისათვს დიდი სიხარულიაა იუვე დაბრუნდა ელიტაშიი ძან მაგარიაა მთავარია პროგრესრება გავაგძელოთ და ყველაფერი მაგრად იქნებაა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  3. არ მინდა არც ეს და არც სხვა იტალიელი ტრენერი, კონტეს გარდა. იტალიელებიდან მხოლოდ მაგას ვისურვებდი რეალის მწვრთნელად!
    რეალის გულშემატკივარი:D:D:D (ლიპიზე ამბობს არ მინდაო)

  4. მაგარი მწვრტენლია ეს და დღეისთვის საუკეტესოა ალბათ მაგრამ იმედია მალე კონტე უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს ჩვენთა ერთად.. ისე პრიველია ამისგან რო მესმის თითქოს ვინმესი ეშინია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.