გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს !
მეოთხე წელი დაიწყება სულ მალე რაც ჩვენმა საიტმა ინტერნეტის კარები ოფიციალურად შეაღო . სამ წლიანი საშინელი პერიოდის შემდეგ , რომელიც განპირობებული იყო კლუბის მიერ ნაჩვენები არა დამაჯერებელი თამაშით , გასული წელი ნამდვილი მისწრება იყო ბიანკონერის ყველა გულშემატკივრისთვის . ანტონიო კონტემ ზუსტად ის დაუბრუნა კლუბს რაც ასე ესაჭიროებოდა – რწმენა საკუთარ ძალებში და რაც მთავარია ” იუვენტუსის ” სული … რითაც კლუბი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისგან … ის არასოდეს ნებდება მოედანზე და მზადაა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ იბრძოლოს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის . გუნდი ინარჩუნებს ძირძველ ტრადიციებს და ეტაპობრივად მიიწევს მწვერვალისკენ და იმ პოზიციისკენ სადაც 2006 წელს იმყოფებოდა . იმედი ვიქონიოთ , რომ 2013 წელი იქნება მორიგი ციფრები ბიანკონერის ისტორიაში , რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება და იქნება ” კონტეს ეპოქის ” გაგრძელება . ამასთანავე , გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს !!! 2013 წელს ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას ! სიყვარული , რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც სახელად ” იუვენტუსი ” ჰქვია , ყოველთვის იქნება გამორჩეული ჩვენთვის , ის ყოველთვის გამორჩეულ ემოციებს გვაჩუქებს , რადგან ეს უბრალოდ კლუბი არ არის … ეს არის ერთი დიდი სიყვარულის ისტორია …
გილოცავთ ყველას <3 და ამ საიტს კი უფრო აქტიურობას და სულ ცხელცხელი კაი ამბებიდ დადებას ვუსურვებ:):*
Gilocavt sienidan

2013 წელი ჩვენთვის საუკეთესოს მომტანი იყოს.. ხოლო იუვესთვის ყველანაირი თასების
გილოცავტ მრავალს დაესცარიტ
დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას, ჯერ იუვეზე წელსაც აუცილებლად პირველ რიგში უნდა გავიმეოროთ შარშანდელი სკუდეტო, ხოლო თუ რამეს დაამატებენ ჩვენი ბიჭები ეგ ხომ მთლად კაი
ეხლა კი რაც შეეხება ჩვენს საქართველოს, ღმერთმა ყველას ოჯახში სულის სიმშვიდე მოიეტანოს ამ 2013 წელს, როცა სულში მშვიდობა იქნება ერშიც მშვიდობა იქნება და ყველანი მრავალს დაგასწროთ უფალმა ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ცვენი საქართველო. ყველას გილოცავთ საქართველოში მცხოვრებ ყველა ერის ხალხს და მათ ვინც სამშობლოდან შორს არიან და გულით აქ რომ არიაან.

გილოცავთ მრავალს დაესწარით !!!!
წინ, წარმატებისაკენ !!!

გილოცავთ იუვენტინოებოო
