ბუფონი : ” საოცარი წელიწადი იყო ”
SportMediaset XXL – თან საუბარში , ჯანლუიჯი ბუფონი მის მომავალს და 2012 წლის შედეგებს შეეხო : ” ვფიქრობ უმაღლეს დონეზე კიდევ მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ვიასპარეზებ . წლევანდელ წელზე კი რა უნდა ითქვას , მან განსაკუთრებული ემოციები გვაჩუქა თითოეულ ჩვენთაგანს . 34 წლის ვარ თუმცა არ მიმაჩნია , რომ ბებერი ვარ , ვთვლი რომ გამოცდილი მოთამაშე ვარ . პროგრესი ? ორი საშინელი სეზონის შემდეგ , როდესაც ჩემპიოანტს მეშვიდე პოზიციაზე ვასრულებდით , გასული სეზონი იქნება ნამდვილი აღმოჩენა და ის სამუდამოდ შევა ისტორიაში . ყველაფერი კი დაუღალავი შრომის და ფორტუნის დამსახურებაა , რომელიც ანტონიო კონტეს გააჩნია ” .
წყარო : Calcionews24
ხოდა მაგ ფორტუნის და რათქმაუნდა თვითონ იუვენტინოების მეშვეობით ლიგა მოვიგოთ რა წელს

ვერ წარმოიდგენთ რამდენ ბარსას,რელის,მანჩესტერის და ბავარიის ფანს გავაჩუმებ სამუდამოდ