ლორენტე : ” იანვარში ” ატლეტიკს ” აუცილებლად დავტოვებ ”
აპენინური პრესის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” მზად არის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 4-7 მილიონ ევრომდე შესთავაზოს ბილბაოს ატლეტიკს ბასკი ფორვარდის , ფერნანდო ლორენტეს სანაცვლოდ , რომელიც აუცილებლად დატოვებს კლუბს უახლოეს პერიოდში : ” რატომ მივდივარ ? ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება . სიმართლე იმაში მდგომარეობს , რომ ეს ძალზედ მტკენს გულს , რადგან მშობლიურ ადგილთან განშორება ადვილი არ არის , თუმცა ცხოვრება ასეთია . ძალზედ ვწუხვარ , რომ ახალი წლის შემდეგ აღარ ვიასპარეზებ ” სან მამესზე ” . ყველაფერი ჩემი აგენტების ხელშია . მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალური სახის ინტერესები მაქვს : მსურს ვარჯიშობდე და ვთამაშობდე . სად ვიასპარეზებ ? უბრალოდ ვფიქრობ ფეხბურთზე და ჩვენს ლიგაზე “ – განაცხადა ბასკმა Tuttosport – თან საუბარში . მოარული ხმების თანახმად ლორენტე კარიერას ტურინში განაგრძობს , თუმცა თუ ” ატლეტიკმა ” ბოლომდე გამოიყენა ხელშეკრულება , მაშინ ფერნანდო ” იუვენტუსს ” სრულიად უფასოდ უკვე ზაფხულში შეუერთდება . სხვადასხვა წყაროების მტკიცებით ფორვარდსა და კლუბს შორის უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება .
წყარო : Calcionews24
მე მაგარი გამისწორდება მატრის და კვალის თუ გაყიდიან და ლორენტეს და იმობილეს თუ დაიმატებენ კმაყოფილი ვიქნები
ხალხო ეს ძალიან კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებით მალე თქვენც.
მე არ მომწონს,ამსა ისევ მატრი ჯობია
მომწონს ლორენტე მოდი იუვეში

კაი ფეხბურთელია ზაფხულში მინდოდა რო ეთრიათ მარა რამხელა თანხა მოთხარეს მაშინ ტო
ჩემი პროგნოზიტ, ეს მადრიდის ატლეტიკოში წავა, რომელიც მას ფალკაოს შემცვლელად მოიყვანს. ნუ ვერ შეცვლის იასნა ღირსეულად, მაგრამ ამ ეტაპზე მშვენიერი კანდიდატურაა…
რაც შეეხება იუვეში გადმოსვლის საკითხს, მე ძალიან მინდა მისი იუვეში ხილვა… მე-2 სართულზე მაგარია და ასევე ძლიერი ფორვარდია საჯარიმოში. პირლოდან უამრავ შანს მიიღებს და გამოიყენებს კიდეც. ტან სულ რომ სკამზე გაახმონ ამაში 8-10მლს გადახდაც კი ღირს…