ერთიანი მექანიზმი სახელად ” იუვენტუსი ”
პელუზო , როგორც პადოინი , პადოინი როგორც ჯიაკერინი , ჯიაკერინი როგორც მარონე , მარონე როგორც კასერესი … შეგვიძლია გავაგრძელოთ , თუმცა ალბათ ამითითაც კი საკმარისია იმის გაგება , თუ რა პოლიტიკას ატარებს ” იუვენტუსი ” . კლუბში ირიცხებიან ადამიანები და არა ფიგურები , რომლებიც შურს იმსახურებენ სხვებისგან და იმედის თვალით შესცქერიან თუ როდის დაუცდებათ ფეხი , რომ დასცინონ. ყოველი ის ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელი კლუბში არა დებატებისთვის და განსახილველად არიან , არამედ იმიტომ რომ კონტეს სურს ეს . ანტონიომ მათ ” იუვენტუსის ” კარი გაუღო და აგრძნობინა ის თუ რას ნიშნავს იყო ” იუვენტინო ” და რომ კლუბისთვის მაქსიმალურად უნდა დადო თავი და მოითმინო . ისინი – მართლაც ისეთი მოთამაშეები არიან , რომლებიც 100 % – ით იხარჯებიან და მათი სულისკვეთება კითხვის ნიშნის დასმას ნამდვილად არ იმსახურებს . შესაძლოა ისინი არ არიან ახალი ისტორიის საწყის პოზიციებზე , მაგრამ ესმით , რომ აქ ყოფნით გუნდს მართლაც ერთ მუშტად კრავენ . რეალური გუნდი ! არსებობენ ადამიანები , რომლებიც ირონიოლად მათ ჯარისკაცებად მოიხსენიებს , მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს , კონტე შესაძლოა მაქსიმალურ თავგანწირვას ითხოვს მათგან , მაგრამ ის არასოდეს არ ივიწყებს ამას და თითოეულს მადლობას უხდის მოთმინებისთვის და მუხლჩაუხრელი შრომისთვის . სავარაუდოდ მათზე რომ უარი ეთქვათ , ბიანკონერი ვარსვკლავებს გაიფორმებდა , მაგრამ გუნდი ანტონიოსთვის პირველ პოზიციაზეა !
წყარო : Tuttojuve.com
ბოლო დროს დაკარგა იუვემ პატივისცემა გულშემატკივრის მხრიდან, ფფანებზე არ ვამბობ,,, დროა დავბრუნდეთ ლიგაზე და ყველას შევულაგოთ
რა პატივისცემა დაკარგა ყველამ გვაღიარა.. მაურინიომ, ფერგიუსონმა.. სხვისი აზრი თუ მაინტერესებდეს ამათზე მეტად რაა : )) ამათ ფეხბურთში ყველა გმირობა აქვთ ჩადენილი რაც კი არსებობს, გენიოსები არიან
წარმატებები პელუზოს
ვნახოთ აბა რას იზავს იქნებ გაგვაკვირვოს
მართალია

კონტე უნიჭიერესი ადამიანი და ნამდვილი იუვენტინო
