ფედერიკო პელუზო – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული
ფედერიკო პელუზო – თანამედროვე ფეხბურთელია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, არამედ იმიტომაც, რომ მას შეუძლია სხვადასხვა სათამაშო სისტემები აითვისოს.28 წლის იტალიელ მცველს თამაში შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე, აქტიურია, ერთვება შეტევებში და საიმედოა ერთი-ერთზე თამაშისას.პელუზო 1984 წლის 20 იანვარს რომში დაიბადა, მისი პირველი გუნდი ადგილობრივი “ლაციო” იყო.2001 წლიდან თამაშობდა “პრო ვერჩელიში”, შემდეგ “ტერნანეში” და “ალბინოლეფეში”.ბერგამოს “ატალანტამ” განაპირა მცველი 2008 წელს შეიძინა, სწორედ აქ გაიცნო პელუზომ ანტონიო კონტე და მისი გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა გახდა.გასულ წელს ფედერიკომ იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც მიიღო მიწვევა.2012 წლის 7 სექტემბერს მისი დებიუტი ბულგარეთის წინააღმდეგ შედგა, ოთხ დღეში კი მალტის ეროვნულ გუნდთან მარცხენა მცველმა სკუადრა აძურას შემადგენლობაში გოლიც გაიტანა.
akaki-98
რაის პირლო დაბერდა,ასთმიანი სქულზი თუ თამაშობს 38 წლის ასაკში და მანჩესტერ იუნაიტედის,ამხელა გრანდის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია პირლოს რა, ჭკუა დაუშლის თუ ჯანი რო მინიმუმ 2 წელი მაინც იყოს კიდე ამ სეზონის გარდა მინდორზე?
შენ მაგაზე არ იჯავრო ძმა… მანამდე კიდე პოგბა წამოიზრდება,ან მარონეს დააბრუნებენ ცენტრში,ან ბოლო ბოლო ეგერ ვერატიმ იუვე ჩემი ოცნებაა გინდა თუ არაო და იმას დაითრევენ
ამაზე ფიქრს ამას სად დააყენებს ჯობია იმაზე ვიფიქროთ პირლო რო დაბერდა და წავა მალე ვინ შეცვლის მას \.

ძლიერი მოუქნელი ფეხბურთელია, მემგონი უფრო კიელინის შემცვლელად იქნება ფლანგზე ვერ გაქაჩავს

დეჩელიე სერიოზულად ითამაშებს
ბიჭებო კონტე სად დააყენებს თქვენი აზრით?
სკამზე ძმა