ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” გუნდი მზად არის ” სამპდორიასთან ” მატჩისთვის ”

” საახალწლო დღესასწაულების შემდეგ , გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს , თუმცა ბოლო რამდენიმე ვარჯიშზე საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ . პერიოდულად სკუდეტოს მოპოვება შესაძლებელია , მაგრამ თუ ამას ზედიზედ მეორედ მოვახერხებთ ეხლა , მაშინ ყველა იმას იტყვის რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებთ . ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ეხლა როგორც სიზმარი ისეა , მაგრამ ამ ეტაპზე მოგვიწევს საკუთარი მიზნების რეალიზება . ” სამპდორია ” ბრწყინვალე გუნდია . ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ მეტოქესთან , ვფიქრობ რომ სრულმზადყოფნაში ვხვდებით . ვუჩინიჩი ? თავს უკეთ გრძნობს , მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთხელ ხვალ შეფასდება . ვფიქრობ , ისევე როგორც გუნდი , მირკოც მზად არის გენუელებთან დაპირისპირებისთვის . პელუზო – ფეხბურთელი რომელსაც განსხვავებულ პოზიციებზე ძალუძს თამაში . დარწმუნებული ვარ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გუნდის წარმატებაში . ტრანსფერები ? თუ გამოჩნდება ხელსაყრელი ვარიანტები , გაფორმების შესაძლებლობით მაშინ აუცილებლად გამოვიყენებთ . მჯერა საკუთარი გუნდის და რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ , არის ის რომ იანვარში არავინ არ დაგვტოვებს “ – განაცხადა ანტონიო კონტემ .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi sidiani
11 years ago

კონტეეეეეეე მი სი მალატტტ :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x