ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” ჩემი შეცდომის გამო დავმარცხდით ”

” ძალზედ დამწუხრებული ვარ რადგან საკუთარი შეცდომის გამო სამი ქულა გავატანეთ ქარს , რომელიც თავდაპირველად უკვე ჯიბეში გვეგონა . ამით არის ფეხბურთი საინტერესო და მშვენიერი , თუმცა რა თქმა უნდა ყველასათვის არა , რადგან როდესაც ეს შენ გემართება თავს საშინლად გრძნობ . დარტყმის მომენტში ცუდი პოზიცია დავიჭირე რამაც საბოლოო ჯამში ბურთი ბადეში გაახვია . ხშირ შემთხვევაში კომენტარს ვუკეთებ ასეთი სახის შეცდომებს , მაგრამ ეხლა უნდა ვთქვა რომ საკმაო მანძილით დავტოვე კარი . მეორე გოლი უფრო მეტად არის კანონზომიერი , რადგან მის მოსაგერიებლად ალბათ მართლა საოცარი სეივი უნდა გამეკეთებინა . რომ განმეხორციელებინა არ გამიკვირდებოდა . გასახდელიდან გამოსვლისთანავე იმ განწყობით ვიყავით , რომ მალევე გაგვეცა პასუხი ყველა კითხვაზე და გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი , რადგანაც არ გვსურდა ზედმეტად გარისკვა . თუმცა , გარკვეულმა შეცდომებმა და მაშინ როდესაც 11 – 10 ზე მიდიოდა დაპირისპირება , მისცა მეტოქეს შესაძლებლობა სამი ქულა მოეპოვებინა . სიმართლეა ის , რომ პირველი გოლი ჩემია . შემდგომ შევხედე საათს და ვიფიქრე , რომ მაინც შევძლებდით გამარჯვების მოპოვებას . თუმცა , ნებისმიერი ჩემი შეცდომის შემდგომ , ვერა და ვერ ვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას და ეს საკმაოდ ცუდად მოქმედებს ჩემზე “ – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფნმა .

წყარო : Juventus.com

19 thoughts on “ბუფონი : ” ჩემი შეცდომის გამო დავმარცხდით ”

  1. არაუშავს ყველაფერი კარგადაა ცხრილში პირველები ვართ 7 ქულაა ისეთ გუნდთან სხვაობა რომელიც მგონია რო ბოლომდე იბრძოლებს ლაციო მაინც არ მგონია რო შეინარჩუნებს მეორე ადგილს.თებერვალში გვაქ შEდარებით რთული კალენდარი თამაშების რაოდენობის მხრივ ეგ დრო კარგად გავიაროთ და მერე სკუდეტოც ჩვენი იქნება :forza: :forza:

  2. პახმელიაზე იყო კაცი ახალ წლების მერე ეგ არაფერი ბუფონნნ :lool: :lool: მე ლოგინიდან ვერ ვდგები პამელიაზე და ეს კაცი კარებში იდგა რა ექნა მეტი :bugi: :buhee: :chuk: :chuvak: :juvee: :juvee: :juvee:

  3. აუ დაიკიდე რაა ჯიჯი… ადრე თუ გვიან გოლი რო გადის ფეხბურთში და იუვენტუსიც კი უშვებს არათ უნდა ბევრი საუბარიი… უბრალოდ სამპას ერთზე მეტი ვერ გავუტანეთ და დავმარცხდიდ. ეგ იყო და ეგ.
    კიდევ დიდი ფორა გვაქვს :forza:

  4. მე ისე წაგებას ვერ ვიტყვი მაინც… უბრალოდ ვერ მოვიგეთ… ჯიჯი კიდე რაც არ უნდა მოხდეს მაინც პირველია და ვერ დავეთანხმები… ჩელსისთანაც დაუშვა შეცდომები მარა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა

  5. გუშინ მოულოდნელი შოტები გამოცხვა
    პესკარამ,სამპამ და უდინემ მაგრად გაიხარეს
    ბორიელოს დუბლზე რასიტყვით :forza:

  6. ისე დაკვირვებული ვარ სამპასთან ყოველთვის გვიჭირს ჩვენი ბულკი
    თუ რეალია ჩვენ სამპდორიას ბულკი ვართ :lool: :lool:

  7. შენი რა ბრალია ამ მახინჯ მაროტას თავდამსხმელი არ მოყავს მგონი ეს ვუჩინიჩი ძალით მაზავს ამ ბურთებს ესე გაგრძელება აგარ შეიძლება. რა თქმა უნდა ფორვარდის პრობლემაზე ვამბობ Forza JuVenTus :forza:

  8. არაუშავს ჯიჯი რამდენჯერ გყავს ჯუვე გადარჩენილი მთავარია სკუდეტო ჩვენია არა ბიჭებო? მიყვარხარ ჯიჯიიიიიი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.