IFFHS : ” იუვენტუსი ” იტალიის საუკეთესო კლუბია
ტურინის ” იუვენტუსი ” და ანტონიო კონტე განაგრძობენ პროგრეს და IFFHS ვერსიით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან . პირველი ადგილი უცვლელია მას კატალონიური ბარსელონა იკავებს . აღსანიშნავია რომ ესპანელებმა ეს ტიტული მეოთხეჯერ მოიპოვეს , პირველად ეს 1991 წელს მოხდა , შემდგომ 1997 – ში , 2009 – ში და 2011 ში . ამასობაში კი ” იუვენტუსი ” იტალიის საუკეთესო კლუბად იქნა დასახელებული . მესიმ და კომპანიამ 303 ქულა მიიღეს , ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ჩელსიმ 279 . შემდგომ მოდიან ბოკა ხუნიორსი , მადრიდის ატლეტიკო . მეხუთე ადგილზეა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული კორინტიანსი ( 272 ) , რომელმაც ორი ქულით აჯობა მიუნჰენის ბაიერნს ( 270 ) . 259 ხმა დააგროვა მადრიდის რეალმა . იტალიის მოქმედი ჩემპიონი კი 14 პოზიციით წაიწია წინ და როგორც უკვე ითქვა ზემოთ მერვე პოზიციას დასჯერდა 231 ქულით . სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ პირველი ათეულის სია …
1. ( 1 ) ბარსელონა – 303
2. ( 4 ) ჩელსი – 279
3. ( 3 ) ბოკა ხუნიორსი – 278
4. ატლეტიკო – 278
5. ( 8 ) კორინტიანსი – 272
6. ( 5 ) ბაიერნი – 279
7. ( 7 ) რეალი – 259
8. ( 14 ) იუვენტუსი – 231
9. ( 17 ) ბორუსია დორტმუნდი – 226
10 . ( 10 ) ლიონი – 224
თვის საუკეთესო კლუბები 2012 წელს
2012 წლის იანვარი – იუვენტუსი
2012 წლის თებერვალი – ველეს სარფილდი
2012 წლის მარტი – ბარსელონა
2012 წლის აპრილი – ჩელსი
2012 წლის მაისი – ბოკა ხუნიორსი
2012 წლის ივნისი – ფლუმინენსე
2012 წლის – ივლისი – როსენბორგი
2012 წლის აგვისტო – სელტიკი
2012 წლის სექტემბერი – ბაიერნი
2012 წლის ოქტომბერი – მანჩესტერ იუნაიტედი
2012 წლის ნოემბერი – ბენფიკა
2012 წლის დეკემბერი – იუვენტუსი
წყარო : Tuttosport.com, Tuttojuve.com
ახალი ამბავი
pess vinc tamashobt ;)
http://www.facebook.com/pages/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-pes2013/186904348123124?ref=hl
ლონდონის ჩელსი დიდი სიყვარულით მოიკითხეს კვალიარელამ, ვიდალმა, ჯიოვინკომ და მთელმა იუვენტუსმა..