ბარძალი : ” ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებებს ”
” გასულ უიკ ენდზე გამართული მატჩი , ნამდვილად არ აკმაყოფილებდა ბიანკონერის დონეს , თუმცა საუბარი იმაზე , რომ კრიზისში ვართ გადამატებულია . მილანთან დაპირისპირებაში აუცილებელი იყო საუკეთესო მხარეების ჩვენება და ჩვენ ეს შევძელით . მწვრთნელმა გვთხოვა , რომ რეაბილიტირება დაუყონებლივ მოგვეხდინა , რაც განვახორციელეთ კიდევაც . პირველი წრე ჩინებულად ჩავატარეთ და მიუხედავად იმისა , რომ შესვენების შემდეგ სხვაგვარად გვსურდა დაწყება , რეაბილიტირება უმოკლეს პერიოდში მოვახერხეთ . პირველ პოზიციაზე ვართ , მაგრამ წინ არა ერთი დაძაბული მატჩი გველის , რაც ჩვეულ რიტმში დაგვაბრუნებს . ეს ეხება როგორც ჩემპიონთა ლიგას , ასევე იტალიის თასსაც , აუცილებელია საუკეთესო კონდიციებში შევხდეთ ამ ტურნირებს . ამაური ? გამორჩეულია ფიგურაა , მაგრამ ის ერთადერთი არაა ვისაც უნდა ვადევნოთ თვალყური . მაგალითისთვის ბელფოდილის დასახელებაც კმარა . ამასთანავე შინ ისინი ყოველთვის უკეთ გამოიყურებიან . გასულ სეზონში ჩვენი დაცვის ხაზი საუკეთესო იყო და იმავეს ვაჩვენებთ წელსაც . შესაძლოა ევროპაში მართლაც არიან ისეთები , რომლებიც ინდივიდუალურად გვჯობნიან , მაგრამ ორგანიზაციის კუთხით არც ისე ბევრი კლუბი იქნება ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული , როგორიც ჩვენია “ – განაცხადა Sky Sport – თან საუბარში ანდრეა ბარძალიმ .
წყარო : Juventus.com
ამ კაცმა როგორ შემაყვარა თავი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ალბათ ისტორიაში:D
ჩემი აზრი თუ გაინტერესებს საერთოდ არ გაიკეთო არაფრის ტატუ. :)
ერთი კითხვა მაქვს ძმებო უფრო სწორად რჩევა მინდა გკითხოთ

გადავჭყვიტე იუვეს ტატუ გავიკეთო და რას მირჩევთ რომელი ემბლემა ავიღო რაც დღესდღეობით გვაქვს თუ ცოტა ადრე რო იყო ოდნავ სხვანაირი ყვითელ ფონზე რო იყო რა დელეალპიზე თამაშის დროს რა
ალექსა.
არააა მარტო იუვე გადავწყვიტე და იმაზე ვფიქრობ რომელი იყოს უბრალოდ

ხო მიხვდი არაა რომელ ვარიანტზე ვამბობ
ახალი ალბათ უფრო
ისე ტატუს გაკეთებას იუვეს გერბით მეც ვაპირებ სამომავლოდ
ამაურის ანდრეა მიხედავს..