ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იმობილე თუ გაბიადინი ?

ჩირო იმობილე და მანოლო გაბიადინი , აქედან ერთ ერთის ხილვა სურს საკუთარ კლუბში ანტონიო კონტეს , რომელიც ჯეროვნად აფასებს პირველის ფიზიკურ კონდიციებს , ხოლო მეორის დინამიურობას . იტალიური პრესის ინფორმაციით , გუშინ ერთმანეთს ” ჯენოას ” , ” იუვენტუსის ” და ” ატალანტას ” წარმომადგენლები შეხვდნენ და სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს . როგორც მოგეხსენებათ იმობილეს ტრანსფერის ნახევარს ტურინულ კლუბთან ერთად ” ჯენოაც ” ფლობს , ხოლო გაბიადინისას ” ატალანტა ” , თუმცა უფასო არენდით ასპარეზობს ” ბოლონიაში ” . შექმნილი ფაქტიურად გამოუვალი მდგომარეობის გამო , რომელიც დიდიე დროგბას ტრანსფერს ეხება , კონტე უპირატესობას ახალგაზრდა იტალიელებს ანიჭებს . კონკრეტული ნაბიჯები სავარაუდოდ უკვე მალე გადაიდგმება და სულ მალე გახდება ცნობილი თუ რომელი ტალანტი მოირგებს ბიანკონერის მაისურს . უკანასკნელი ინფორმაციით , მაროტამ შესაძლოა იმობილეს კონტრაქტის 50 % – ის სანაცვლოდ პრეციოზის სიმონე პადოინი შესთავაზოს .

წყარო : calcionews24

21 thoughts on “იმობილე თუ გაბიადინი ?

  1. ნუ ჟმოტავენ მაყუთს,სირცხვილია,ფალკაო მოიყვანონ და სებასთან ერთად მშვენიერი ტანდემი იქნება,რა გახდა იუვესთვის 25 მილიონი ევრო?ჯანი ანიელი საფლავში ტრიალებს ალბათ! :forza: :forza: :forza:

  2. შეეშვას რა ამ პადოინს მაგარი მევასება და 100% ს დებს ყველა ტამაშში… და პეპე მაგარი მაკლია წელს, მალე დაბრუნდება ტუ იცით?

  3. მე პირადად დიდი იმედი არ მაქ მაინცდამინც რომ რომელიმე ამ ეტაპზე გააძლიერებს იუვეს. თვითონ იუვეა ისეთი გუნდი რომ აქ ძაან მაგარი თუ არ ხარ მაშინ ვერ გაქაჩავ. როცა ქვალიარელა, ჯოვინკო ან მირკო შეაგდებენ გოლს ცამდე აგვყვავს და როცა ჩააგდებენ თამაშს მაშინ ვაგინებთ. გეთანხმებით,რომ დიდი ვერაფერი თავდასხმა ყავს იუვეს, მაგრამ ვერც იმობილე, ვერც გაბიადინი და ვერც ლორენტე და მისთანანი მოუტანს დიდ ცვლილებას. სეზონის დასაწყისში რო იყოს კიდე მესმის, მაგრამ ეხლა შუა ჩემპიონატში ისეთი უნდა მოვიდეს რომელსაც მარალი კლასი აქ და ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი. ჩვენი თავდასხმელები რო სხვა ჩემპიონატაში გამოდიოდნენ ბევრად ბევრ გოლს გაიტანდნენ, მაგრამ ეგ იტალიაა და მითუმეტეს იუვენტუსი. იუევს ეხლა დახატავდა აგუერო, ფალკაო, კავანი, ამათგან ერთერთი. დროგბას მოსვლას არ მივესალმები იქედან გამომდინარე რო კონდიციები დაკარგული აქ, უმაღლეს დონეზე ლიგის მერე არ უთამაშია და რაც დრო გავა მით მოაკლდება თორე არაფერი არ მოემატება. იმობილე, გაბიადინი ან ინსინიე რო ზაფხულში რო მოვიდნენ კაი იქნება ძაან, ამათგან შეიძლება კარგი ფეხბურთელის დაყენება. და თუ აკვირდებით კალიარის ფეხბურთელს, იბარბოს, მაგარი მხეცია, ფლანგზეა მაგრამ იმდენს დარბის და მაინც არ იღლება.

  4. გაბიადინის ბოლო გოლი ნახეეთ?? თითქმის დაკარგული ბურთი დაიბრუნა და არანორმალური გოლი შეაგდო..
    ბოლო 6 თამაშში 4 გოლი გაიტანა..

    ეხლა არ ვიცი რამდენად ღირს დაბრუნება.. ჯობია სეზონი ბოლონიაში ჩაამთავროს, დარწმუნებული ვარ კიდევ მოუმატებს

  5. ძალიან არ მომწონს რაც ხდება ასეთ დროს იუვეს კრიზისი ცუდიაა ძალიან ლიგის წინ ქულების კარგვა უაზროდ ცუდია თან არ ძლიერდებიან ფულს არ ხარჯავენ და შეიძლება სკუდეტო მოიგონ მაგრამ ლიგაზე შორ ვერ წავლენ ასეთი თამაშოთ ახალი ფეხბურთელებია საჭირო დაცვაში და ტავდასხმაში ხომ საერთოდ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.