იმობილეს თაობაზე მოლაპარაკებები დღეს დილით დაიწყო
ჩირო იმობილეს თაობაზე ოფიციალურმა მოლაპარაკებებმა დღეს დილით აიღეს სტარტი.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა იტალიელის დამატება უკვე გადაწყვიტეს და ახლა “ჯენოასთან” შეეცდებიან საერთო ენის გამონახვას.ბიანკონერების აღზრდილი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით ხუთი მილიონი ევროა, თუმცა გამორიცხული არაა, ტრანსფერში ბარტერის სახით სიმონე პადოინის უფლებათა პაკეტის ჩართვაც მოხდეს.შეგახსენებთ, რომ “პესკარას” ყოფილმა ბომბარდირმა გენუური კლუბის შემადგენლობაში 19 შეხვედრა ჩაატარა და თავი ხუთჯერ გამოიჩინა.მის 50 პროცენტს ბებერი ქალბატონი ფლობს, მეორე ნახევარს კი ენრიკო პრეციოზის გუნდი, ამჯერად მოლაპარაკებები ჩიროს სრულ გამოსყიდვაზე მიმდინარეობს.ფეხბურთელის სურვილისდა გათვალისწინებით, დიდი შანსია, უახლოეს დღეებში იმობილე ტურინული გრანდის შემადგენლობაში ვიხილოთ.
ბიჭებო მე ადრეც ვიყავი დარეგისტრირებული აქ უბრალოდ აგარ მახსოვს სახელი და პაროლი და იუვეს სისეს ყიდვა უნდაო და არგაქვტ ეგ ინფორმაცია?
ლისანდოს მოყვანას ჩირო ან მანოლო მოვიდნენ მირჩევნია
კარგით რა იმობილე გვიშველის ჩვენ ლიგაზე? ეს არაფრით არ ჯობია კვალიარელას ბევრი თამაში მაქვს ნანახი ამის შესრულება არ უვარგა და ჩვენ ეგეთი თავდამსხმელი გვჭირდება ბოლო ფაზის ასე ვთქვათ
gag100
კვალიზე გეთანხმები ნაწილობრივ, დარბის მაინც აზრიანათ თუ უაზროთ სხვა საკითხია
მატრის სირბილი სად ნახე?
ნეტა მოიყვანონ
გელით ჩირო ყველას კარგი გვინდა შენტVის
მატრის და კვალის უაზრო სირბნილს ჯობს აგერ ახალგაზრდამ ირბინოს ტო და მშვენიერ გამოცდილებას მიიღებს და რავი ტალანტიაო გამიგია და იქნებ გაიFურჩქნოს ეს ჩენმისა:D
არ დაჯდება სკამზეე ეს უფრო იტამაშებსს სხვებტან შედარებიტ.
მომწონს ეს ბიჭი მარა არ მინდა რო სკამზე იჯდეს. მიიღოს სათამაშო გამოცდილება თუნდაც სხვა გუნდში მირჩევნია
ზდაროვათ ბიჭებს… ბიჭები ჩვენი პრიმავერაზე ინფორმაციები სად უნდა მოვიძიო?
იმობილე 1.85 ყოფილია მე უფრო დაბალი მახსოვდა
მატრიზე მაღალი კი არი
ანუ ცენტრფორვარდად მაგი დადგება უკნიდან სება
უდინეზესთან იქნება ნეტავი?
მემგონი რამოდენიმე საათში ოფიციალურად გამოაცხადებენ იმობილეს, არაა ცუდი ფეხბურთელი, იმედია ვიღაცვიღაცეებს არ გადააყოლებენ

კონტემ თუ დაინახა რო მაგარია, მაშინ რო მიყვანს უნდა ათამაშოს აბა 21 წლის კაცს რო სკამზე დასვამ მითუმეტეს თავდამსხმელს ის კვალიარელაზე მაგარი არ დადგება

ჩვენ გინდა ისეთი მესის რო გაუწევს კონკურენზიას, როგორიც ელ შაარავია, თუ გაბიადინმა აჯობა ელ შაარავის (და აჯობებს) მაშინ მალადეც მაგას