მარონე : “ნაპოლი” გულზე არც მე მეხატება”
იტალიურ პრესასთან საუბარში ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ლუკა მარონემ კლაუდიო მარკიზიოს მხარი აუბა და “ნაპოლისთან” დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა : “კლაუდიოს აბსოლუტურად ვეთანხმები.სპორტული გადმოსახედიდან, ერთადერთი გუნდი, რომელიც გულზე არ მეხატება “ნაპოლია”, ბევრმა მარკიზიოს სიტყვები არასწორად მიიღო, თუმცა სინამდვილეში ეს ჭეშმარიტი პროფესიონალური ანტიპატიაა და არა უპატივცემულობა ნეაპოლური გუნდის მიმართ.ჩემპიონობა ? – არც “ლაციოს” გვეშინია და არც “ნაპოლის”, მერე რა, რომ რომაელებმა სხვაობა ჩვენამდე შეამცირეს.ბოლო მატჩებში არ გაგვიმართლა, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელთაა და სიტუაციას მალევე გამოვასწორებთ.რაც შეეხება ჩემს მომავალს, ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით გუნდში ვრჩები, მათ უნდათ სწორედ “იუვენტუსში” გავიზარდო.დიდ გუნდში ათი შეხვედრის ჩატარება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე საშუალო დონის გუნდში მუდმივი პრაქტიკა.ჩემი პოზიცია ? – რა თქმა უნდა ნახევარმცველი ვარ, მაგრამ ლეონარდო ბონუჩის პოზიცია დაცვის ცენტრში ძალიან მომწონს, მაგრამ მეტი სითამამე და სიხისტე მმართებს.იმის გათვალისწინებით, რომ სამ ტურნირზე ვმონაწილეობთ, იმედი მაქვს, მოედანზე დაახლოებით 15 – ჯერ მაინც გამოვჩნდები.”
მე მიყვარს ნაპოლი ძაან მაგარი გუნდია, ასევე დიდ პატივს ვცემ მილანს, აი ინტერს დასანახად ვერ ვიტან, კალჩოს სკანდალის გამო არა, უბრალოდ თამაშის სტილი არ მომწონს, თუმცა ძანეტის დიდ პატივს ვცემ, მაგარი კაცია.
რავიცი კაცია და გუნებაო მარა მაინც,გამაგიჟებს ეს ხალხი


რატო არ უნდა მოგწონდეს ნაპოლი ვერ ვიგებ,აბა ვინ მოგწონთ სიტის და პსჟ-ს ნაირი ფულის მეშოკები? თუ მილანი და ინტერი მოგწონთ უპირველესი მოსისხლეები?
რას ერჩით,თავისთვის არიან წვალობენ წელებზე ფეხს იდგამენ,თავისი შრომით მიაღწიეს რასაც მიაღწიეს,დასაფასებელია ნამდვილად
მაგარი ნაგლი კლუბია მეც ვერ ვიტან
მაგარი კაცია
გენაცვალე ლუკიტო :*
ველქამ
იმობილეზე უნდა დამეწერა

რავა არავის არ გევასებათ ნაპოლი რა არი?
მე მევასება,problem?
ლუკა რა ძმაა..
იუვენტუსის და იტალიის ნაკრების მომავალი, სადაც არ უნდა ათამაშონ მაინც დაიმკვიდრებს ადგილს იმიტო რო მაგარი ნიჭიერი ფეხბურთელია.. 