ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეონარდო ბონუჩი – დროგბათი აღფრთოვანებული ” იუვენტინო ”

ლეონარდო ბონუჩი გახლდათ სტუმარი გადაცემაში Mondo Gol , რომელიც ტელეარხ Sky Sport 1 – ზე გადის . ერთი საათის განმავლობაში იტალიის ნაკრების და ტურინის ” იუვენტუსის ” ცენტრალური მცველი , გადაცემის წამყვანების კითხვებს პასუხობდა . გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს …

ლეო , შენ დღეისათვის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო სქემის , სამ კაციანი დაცვის უკან დახეული რეჟისორი ხარ …

” ვფიქრობ ეს ყოველივე მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა , მან ზუსტად გამოიყენა ჩემი საფეხბურთო მახასიათებლები , ისევე როგორც დანარჩენი მოთამაშეების და შეიტანა იგი 3-5-2 მოდულში . ეს გვალძევს საშუალებას გაცილებით აგრესიულ სტილში ვიასპარეზოთ და შევქმნათ უამრავი მომენტი მეტოქის კართან ” .

სუფთა სისხლის მცველი ხარ ? როდესაც ხედავ უკან დახეულ ნახევარმცველებს …

” დაცვაში ასპარეზობა 18 წლიდან დავიწყე და იმის თქმა , რომ სულით ხორცამდე ამ პოზიციის მოთამაშე ვარ შეუძლებელია ” .

ადრე ნახევარდაცვაში თამაშობდი ?

” დიახ . უშუალოდ დაცვის ზონის წინ ვასპარეზობდი . ნუ პირლოს მსგავსი ნამდვილად არ ვყოფილვარ რადგან ის უნიკალურია , მაგრამ ვცდილობდი მეკონტროლებინა ბურთი ” .

ვინ შეცვალა შენი როლი მოედანზე ?

” კარლო პერონიმ , რომელიც ” ვიტერბეზეს ” თავკაცი იყო . შემდგომ იყო ინტერი , სადაც გადაწყდა კიდევაც ეს ყოველივე ” .

თუმცა , რა უფრო ჯობია სამი კაცით ასპარეზობა უკანა ხაზში თუ მაინც ოთხით ?

” გასულ მარტამდე მუდამ ოთხ კაციან დაცვით სქემაში ვასპარეზობდი და თავს კომფორტულად ვგრძნობდი . ბარიში სადაც არ იყო მიზანი გრძელი გადაცემების კეთება , გადასარევად ვიყავი . ვფიქრობ ეს წამეხმარა ტურინში გადასვლაზე და მეჩვენებინა ის თამაში იმ სქემაში , სადაც თავს კარგად ვგრძნობდი ” .

იყო ეპიზოდი როდესაც აქ ოქროს ბურთზე წავიდა საუბარი . როდესაც თემა ბეკენბაუერს შეეხო , რიკარდო ტრევიზანიმ თქვა , რომ ყველაზე მეტად მას ბონუჩი ჰგავს . ხოლო პაოლო კონდომ ასეთად პიკე მიიჩნია . შენი აზრით ტრევიზანო მართალია ?

” ბეკენბაუერი ეს არის ეპოქა ფეხბურთში , თავად კი არცთუ ისე დიდი ხანია რაც უმაღლეს დონეზე დავიწყე ასპარეზობა . თავად ყოველთვის ნესტას ვეთაყვანებოდი , თუმცა ბეკენბაუერის მსგავსება ბევრმა შენიშნა ჩემში და ამიტომაც ტრევიზანომ … ტვიტერზე გულშემატკივრებიც იგივე შინაარსის კომენტარებს ტოვებენ . სასიამოვნოა ასეთი შედარება , მაგრამ ასეთ დონეზე მისაღწევად შრომა და შრომაა საჭირო ” .

აკვირდები თუ არა უცხოურ ფეხბურთს ?

” ცოტაოდენ . განსაკუთრებით პრემიერ ლიგას ” .

გყავს თუ არა ფავორიტი გუნდი ?

” არა , თუმცა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ” .

შენი რეკორდი ავტო გოლებით მატჩში …

” ერთი ” .

ბალოტელის თაობაზე . ხომ არ კარგავთ ერთმანეთს ?

” იშვიათად ვეკონტაქტებით ერთმანეთს , ალაგ ალაგ შეტყობინებებს ვუგზავნით ერთურთს. მარიო განსხვავებული ტიპაჟია , პრიმავერაში თამაშის დროსაც მის გარშემო მაინც და მაინც დიდი კომპანია არ ყოფილა , საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნებაა და არ არის ისეთი როგორიც შორიდან ჩანს ” .

მას იტალიაში სურს დაბრუნება და ” იუვენტუსი ” ერთადერთი ტოპ კლუბია რომელსაც არც კი უცდია მასთან დაახლოება …

” თუ ჩვენ ჯარისკაცებსა და პროფესიონალებზე ვსაუბრობთ , ის იდეალური მაგალითი ამისა ნამდვილად არ არის  … ( იცინის ) ”

სამი გამორჩეული მატჩის დასახელება გთხოვეთ და პირველი უდინეზე – იუვენტუსის შეხვედრა თქვი , რომელიც 2002 წლის 5 მაისს გაიმართა და რატომ ?

” მაშინ სახლში ვიმყოფებოდი , მამაჩემი და ჩემი ძმა ლაციო – ინტერს უყურებდნენ სხვაგვარად . ისინი ინტერისტები არიან , ხოლო მე იუვენტინო . მაშინ ეს გახლდა პიკი ჩვენი დაპირისპირების ” .

ხშირრად მიხსენებენ იმ ინტერვიუს , რომლის დროს ჯერ კიდევ ბარის მოთამაშე ვიყავი . თითქოს ინტერისტა ვიყავი და ფანატების გამო იუვენტინო გავხდი . მაშინ ვთქვი , რომ ნერიაძურის გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემს გულში , რადგან სწორედ მათ მომცეს საშუალება მეთამაშა დიდი ფეხბურთი . მორატის და აუზილიოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დღემდეგ , რადგან განვმეორდები და სწორედ მათი პერსონალური დამსახურებაა ის , თუ რასაც მივაღწიე და ვინც ვარ მე ” .

სავარაუდოდ პობორსკის გოლმა დიდად გაგახარა ?

” დიახ , ვიტერბოს მოედანზეც კი ავღნიშნავდი მას ” .

როგორია ტიფოზის კუთხიდან უყურებდე დელ პიეროს გოლებს და შემდგომ უკვე მასთან ერთად აღნიშნავდე სკუდეტოს ?

” ენით აუღწერელი ემოციაა . ალე ჩემი კუმირია და წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ , რომ მასთან ერთად გავატარე მოედანზე ორი წელი . მივხვდი , რომ დიდ ჩემპიონთან ერთად იგი დიდი პიროვნებაც არის . ყველაფერი მოიგო , თუმცა მაინც სწყურია ფეხბურთის თამაში ” .

მეორე შეხვედრა ეს არის კალიარი – იუვენტუსი , სადაც 60 მეტრიან დიაგონალზე განახორციელე გადაცემა , რის შემდეგაც მეტოქის კარში ბურთი ვუჩინიჩმა გაიტანა . ბევრ მცველს ამის გაკეთება ნამდვილად არ ძალუძს . მოხერხდება ზედიზედ მეორეჯერ სკუდეტოს მოპოვება ?

” დიახ , წელსაც უნდა მოვიპოვოთ ტიტული ”

უფრთხი ” ლაციოს ” , ინტერს და ნაპოლის ?

” შიში ნამდვილად არ არის და აი პატივისცემა რა თქმა უნდა ” .

არის კლუბი რომლის მიმართაც გამოხატავ ანტიპატიას , როგორც მარკიზიო ?

” ( იცინის ) საფეხბურთო ენაზე , რომ ვისაუბროთ მარკიზიო 100 % – ით მართალია , რადგან ნეაპოლიტანელების წინააღმდეგ გამართული მატჩი ყოველთვის გამოირჩევა სიხისტით და დაძაბულობით . მაგრამ ეს ანტიპატია მოედანზე რჩება 90 წუთის მანძილზე ” .

რას ფიქრობ კარიერის მიწურულს საზღვარგარეთ თამაშზე ?

” ყოველთვის ვამბობდი , რომ ასეთი გამოცდილება საინტერესოა ჩემთვის . ესპანური და ბრიტანული ლიგა ყველაზე ძლიერია დღეისათვის . მაგრამ დღესდღეობით ” იუვენტუსსში ” თავს ძალზედ კომფორტულად ვგრძნობ და ამ კლუბის მაისურს კიდევ დიდხანს ვატარებ ” .

” რეალი ” თუ ” ბარსელონა ”  ?

” ბარსელონა ” .

მინდა შენგან , როგორც მცველისგან მოვისმინო თავდამსხმელებზე აზრი . დიდიე დროგბა …

” ვთვლი , რომ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდია ” .

მთავარი მახასიათებელი ?

” ფიზიკური კონდიციები , ძალა და ტექნიკური არსენალი . ყველაფერი აქვს და მას მარტო შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მატჩის ბედი ” .

ლორენტე ?

” ამხანაგური მატჩის დროს შევხვდით ერთმანეთს და ვიტყვი , რომ გამორჩეული ფორვარდია , რომელსაც ბრწყინვალე მახასიათებლები აქვს . ვთვლი , რომ ის იდეალურად მოერგებოდა ჩვენს კლუბს ” .

ლისანდრო ლოპესი . სავარაუდოდ ყველაზე იდეალური ვარიანტი კონტეს სქემისთვის არ მეთანხმები ?

” არცთუ ისე ბევრი მინახავს მისი ასპარეზობა . მაგრამ ბოლო პერიოდში მასსზე იმდენს საუბრობენ იმდენი რგოლი კეთდება , რომ დიახ მშვენიერი ფორვარდია მართლაც . მისი გაფორმების შემდეგ ისევ ოთხი ფორვარდი გვეყოლება , როგორც ბენდტნერის დროს , რომელმაც სამწუხაროდ მძიმე ტრავმა მიიღო . ვთვლი , რომ გუნდისთვის ეს წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა ” .

ორი სხვა ფიგურა – გაბიადინი და იმობილე , ისინი შესაძლოა დაბრუნდნენ ტურინში , რა აზრის ხარ მათზე ?

” ჩირომ გამაკვირვა , მას კარგი ფიზიკური მახასიათებლები აქვს და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი . მახასიათებლები , რომლებიც პატივსაცემია ბომბარდირისთვის . გაბიადინი  – სხვა ასევე კარგი ახალგაზრდა თავდამსხმელი . შევხდით ერთმანეთს ბოლონიასთან დაპირისპირების დროს . მატჩის ბოლოს პარატიჩისთან გავჩერდი და ვუთხარი , რომ კარგი ფორვარდია , რომელსაც კარგი მოტივაცია გააჩნია . ისინი არ ნებდებიან და იხევენ არცერთი სანტიმეტრით უკან ” .

რომელი ამ 5 ფორვარდიდან იქნებოდა შენი უმთავრესი მიზანი ?

” დიდიე დროგბა ” .

ვინ არის ” ანტი იუვე ” ?

” ” ლაციო ” და ნაპოლი , ისინი ყველაზე მეტად იმსახურებენ ამ წოდებას . ნეაპოლიტანელებს ჰყავთ გუნდი , რომელიც დატესტილია დროის თვალსაზრისით , ხოლო ლაციალემ იმ ტაქტიკას მიაკვლია , რომელიც აძლევს საშუალებას კლოზეს , ერნანეს და მაურის საკუთარი თავის სრულად წარმოჩენაში . მას რომ მათ წინააღმდეგ მობილიზებულნი უნდა ვიყოთ . იუვეს მართალია არავისი არ ეშინია , თუმცა პატივისცემა ყველას მიმართ აქვს . და ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმით ვმუშაობთ ” .

მზად კალჩიოკომისიის თემაზე სალაპარაკოდ ?

” ფრთხილად ვეკიდები ამ თემას , რადგან ეს საკითხი გარდამტეხი გახდა ჩემს კარიერაში . პროფესიონალური კუთხითაც და პიროვნულადაც ” .

რაიმეზე ხომ არ განიცდი ან გაბრაზებული ხარ ?

” არანაირი სიბრაზე ეხლა , ადრე ალბათ კი . მივხვდი შემდეგ , რომ ვინც მართალია იმ მხარეზე ვარ და უბრალოდ გავაგრძელე ცხოვრება ჩემი გზით ” .

ფეხბურთის გარდა მოგწონს რაიმე სახის სპორტი ?

” ფორმულა 1 ის დიდი ფანატი ვარ . განსაკუთრებით წელს , ფინალში … ალონსოს ვგულშემატკივრობ , მაგრამ სამწუხაროდ … ”

რომელ ფეხბურთელს მოიწვევდი სადილად ?

” ზიდანს ” .

ფეხბურთიდან შორს მდგარი ფიგურებიდან ?

” მონტი ” .

საუკეთესო მოგზაურობა ?

” საქორწილო მოგზაურობა მეუღლესთან , პეპესთან და მის მეგობარ გოგონასთან და კიდევ ერთ წყვილთან . ვესტუმრეთ ლას ვეგას , ბორა ბორას და შემდგომ ნიუ იორკში გავჩერდით ” .

ადრეულ ასაკში , ვინ გინდოდა რომ ყოფილიყავი  ?

” ვინც გავხდი პრინციპში , ფეხბურთელი ” .

მოგვიყევი იმ ეპიზოდზე , როდესაც იარაღით ხელში მძარცველი დაგადგა .

” ინსტიქტური რეაქცია იყო . როდესაც მოვიდნენ არ მიფიქრია ცოლზე და ბავშვზე . ალბათ გავრისკე და არ იყო ასეთი რამ საჭირო . მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა ” .

ვინ გაიმარჯვებს წელს პრემიერ ლიგაში ? იუნაიტედი თუ სიტი ?

” ალბათ იუნაიტედი ” .

ტრევიზანოს მტკიცებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ” იუვენტუსი ” და ” ბარსელონა ” იასპარეზებენ . შენ როგორ თვლი ?

” ასევე ” .

თქვენს ახალგაზრდებზე რას იტყვი ? ვის გაუწევ რეკომენდაციას ?

” პოგბა და მარონე უკვე არიან გუნდში . ახალგაზრდა რომელიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ვფიქრობ უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია არის ბელტრამე . გადასარევი სისწრაფე და ფიზიკური მონაცემები აქვს ” .

ეთანხმები მესის მორიგ ოქროს ბურთს ?

” დიახ , მან რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა გატანილი ბურთების . ვფიქრობ საკმარისია ეს იმისთვის , რომ ოქროს ბურთი გადასცე ” .

შენი პირადი სამეული …

” მესი , პირლო და ინიესტა ” .

საუკეთესო ფორვარდი , ვისაც შეხვედრილხარ და შენს მიერ გატანილი გამორჩეული გოლი ?

” გოლი შახტარის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში . ფორვარდად კი კლოზეს დავასახელებ ” .

მესამე შენს მიერ არჩეული მატჩი პალერმო – იუვენტუსია , 2011 წლის 7 აპრილი …

” დიახ , რადგან ეს გარდამტეხი გახდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში . მაშინ სწორედ მე გავყინე ტაბლოზე ანგარიში . ამას არასოდეს დავივიწყებ ” .

რას ფიქრობ ” უდინეზესთან ” დაპირისპირებაზე ?

” აქტიურად ვიმუშავებთ ამ სამი დღის მანძილზე . ფრიულის ბინადრებს დი ნატალე ჰყავთ , რომელსაც გასული წლების ბზინვარება გააჩნია და ის მუდამ სახიფათოა . ორი უკანასკნელი მატჩის შემდეგ კალჩოში , მოგვიწევს დაბრუნება . ამასთან ერთად საკუთარ არენაზე ვიასპარეზებთ , სადაც მუდამ გამარჯვებაზე ვართ კონცენტრირებულნი ” .

შენი შვილი ფეხბურთელი გახდება ?

” დედას არ სურს , ხოლო მამა გაურკვევლობაშია . ასე რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ” .

 

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
11 years ago

საღოლ ავტორ ვრცელი და საინტერესო სტატიაა :love: :forza: მეც დროგბა მინდა აქ ჩამოთვილთაგან ყველაზე მეტად

Di Francesco # 1
11 years ago

აუ დიამანტიმ რა შეაგდო პირლოს შეშურდებოდა

G M
G M
11 years ago

ვახ დიამანტი საღოლ რა … ჩაუსვა ჰანდანოვიჩს

jjj jjj
11 years ago

:love:

d a v i d
11 years ago

არი რამე სიხალე? :forza:

G M
G M
11 years ago

ინტერი ბოლონიას უყურებთ რომელიმე?
გუარინმა რა ტენა შობელძაღლმა …
რომ არა კასერესი და მისი არაევროკავშირელობა, მაგას მოიყვანდნენ ალბათ… :)

mamuka makharadze
11 years ago

საგოლ მაგარი კაცია. იმენა ჩემსავეთ ფიქრობს ყველაფერს. :D :D :forza: :forza: :blin:

vitali darsania
11 years ago

მეც გამისწორდა ფეტელი რო არ თქვა, მაგრამ უკეტესი იქნებოდა კიმი ეთქვა

Guri shengelia
11 years ago

იუვეს სისეს ყიდვა უნდა დადეთ ინფორმაცია

iosi shalolashvili
11 years ago

მაგარი ძმაა მაგრად მიყვარს ))) ფორმულა ერთში მაგეც ალონსოსკენ ყოფილა))) ჰეჰე მაგარი კაცია ძაან )

vitali darsania
11 years ago

მეც გამისწორდა ფეტელი რო არ თქვა, მაგრამ უკეტესი იქნებოდა კიმი ეთქვა.

Di Francesco # 1
11 years ago

bero-juve10
აქამდე როგორ მოვედით მატრით და კვალიარელათი?
ჩელსიზე ძლიერი ბევრი გყავს პლეიოფში? რაღა მანდამაინც ბარსა შეგვხვდება დანარჩენს ყველას მოვუგებთ

McCa1N
11 years ago

მე პირიქით ბარსა მინდა … მანჩესტერს და შახტარს ბარსა მირჩევნია …

McCa1N
11 years ago

იმობილე დაგვიბრუნდა … იმედია გაამართლებს …

ბონუჩიმ კიდე მოუმატოს თორე გავუშვი ზენიტში :)))))))))))))))))))

dito chanturia
11 years ago

მე კდიე მგონია რომ ბორუსია იუვე იქნება ფინალ ირატომგაც მაგრა მესიმპატიურება ეგ გუნდიდა მგონია რომ ყველასთან შეუძლიათ ბრძოლა

mishka berianidze
11 years ago
Reply to  dito chanturia

ნუ გექნებათ იმის ილუზიები რომ ლიგაზე ფინალში გავალთ ჩვენი მაქსიმუმი სელტიკის მერე 1-4 ფინალი იქნება რადგან მატრი, კვალიარელა, პადოინი, დე ჩელიეთი შორს ვერ წავალთ
მინიმუმ 2 უმაღლესი კლასის თავდამსხმელი გვინდა ჩვენ კი საშვალოზე ოდნავ მაღალი დონის მირკო და სება გვყავს რომელთაც არ შესწევთ ძალა რომ რეალი, ბაიერნი, მანჩესტერი, ბარსელონას ხისტ მცველებს რამე მოუხერხონ
ნურავის ნუ გეწყინებათ მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

McCa1N
11 years ago

ლიგას ვიგებთ ტო, თან ნახე რა ტოპ ფორვარდი გაჩარხა მაროტამ :D :D :D :D ჩიროოოოოოოოო :)))))))))))))))))))

ხო მართლა ლიგაზე 1 კაცის დამატება შეგვიძლია მარტო ???? (პელუზო, იმეობილეს პონტში ??? თუ ორივესი ??? )

G M
G M
11 years ago

ლეო ჯიგარია…სწორად ამბობს ყველაფერს.

ყოჩაღ ავტორს :up:

d a v i d
11 years ago

დიდი მადლობა ავტორს :up: ლეო კი ჯიგარიაა :love:

dato_juventino
11 years ago

ლეო წელს ნამდვილი დაცვის ბურჯი გახადა და მომწონს ამის გძელი პასები :love: :love:

dato_juventino
11 years ago

ძლივს დავამთავრე მაგარი იყოო ბრაო ავტორ :up: !!!

11 years ago

საინტერესო ინტერვიუა.. ბოლომდე ჩავიკითხე.. მართლაც საინტერესო მოსაუბრეა ლეო : )

Gio Darja
11 years ago

რასაც ვუყურებ საუკეთესო პრესა ლეოს აქვს იუვეში, ამ ბიჭმა იცის სად როდის და როგორ ილაპარაკოს, მადლობასაც უხდის, თამამადაც ლაპარაკობს, მოკლედ მაგარი ძმაა.. :love:

მაშინ სწორედ მე გავყინე ტაბლოზე ანგარიში . ამას არასოდეს დავივიწყებ ” – ამ მატჩმა მართლა ბევრი რამე შეცვალა..

ეს ბელტრამე მართლა მაგარი ნიჭიერია ეტყობა, ბევრს საუბრობენ მასზე..

Nachke
11 years ago

ჩვენი ბონუ ოქრო გვყავს ეს, ზოგჯერ ისეთ პასს გამოაცხობს ხოლმე :love:

მართლა თავისი ხაზის დირიჟორია :mda:

პ.ს მადლობა ავტორს :up:

valeri tokhadze
11 years ago

იუვე- :forza: ბარსა მაგარი ფინალი იქნება

ირაკლი მარუქაშვილი

მაგარი ფინალი კი არა იტალია ესპანეთზე უარესი საცოდაობა იქნება.

Di Francesco # 1
11 years ago

იმობილზე რა ხდება?

jibojuve
11 years ago

საღოლ ლეო რა
მაგარი ადამიანია
:forza: :forza: :forza: :forza: :forza:
:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:
:juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus:

Di Francesco # 1
11 years ago

კარგად გიმუშავია :up:

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x