ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარონე : “ნაპოლი” გულზე არც მე მეხატება”

იტალიურ პრესასთან საუბარში ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ლუკა მარონემ კლაუდიო მარკიზიოს მხარი აუბა და “ნაპოლისთან” დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა : “კლაუდიოს აბსოლუტურად ვეთანხმები.სპორტული გადმოსახედიდან, ერთადერთი გუნდი, რომელიც გულზე არ მეხატება “ნაპოლია”, ბევრმა მარკიზიოს სიტყვები არასწორად მიიღო, თუმცა სინამდვილეში ეს ჭეშმარიტი პროფესიონალური ანტიპატიაა და არა უპატივცემულობა ნეაპოლური გუნდის მიმართ.ჩემპიონობა ? – არც “ლაციოს” გვეშინია და არც “ნაპოლის”, მერე რა, რომ რომაელებმა სხვაობა ჩვენამდე შეამცირეს.ბოლო მატჩებში არ გაგვიმართლა, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელთაა და სიტუაციას მალევე გამოვასწორებთ.რაც შეეხება ჩემს მომავალს, ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით გუნდში ვრჩები, მათ უნდათ სწორედ “იუვენტუსში” გავიზარდო.დიდ გუნდში ათი შეხვედრის ჩატარება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე საშუალო დონის გუნდში მუდმივი პრაქტიკა.ჩემი პოზიცია ? – რა თქმა უნდა ნახევარმცველი ვარ, მაგრამ ლეონარდო ბონუჩის პოზიცია დაცვის ცენტრში ძალიან მომწონს, მაგრამ მეტი სითამამე და სიხისტე მმართებს.იმის გათვალისწინებით, რომ სამ ტურნირზე ვმონაწილეობთ, იმედი მაქვს, მოედანზე დაახლოებით 15 – ჯერ მაინც გამოვჩნდები.”

წყარო : Spaziojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alexandre intskirveli
11 years ago

მე მიყვარს ნაპოლი ძაან მაგარი გუნდია, ასევე დიდ პატივს ვცემ მილანს, აი ინტერს დასანახად ვერ ვიტან, კალჩოს სკანდალის გამო არა, უბრალოდ თამაშის სტილი არ მომწონს, თუმცა ძანეტის დიდ პატივს ვცემ, მაგარი კაცია.

Samtrediel90
11 years ago

რავიცი კაცია და გუნებაო მარა მაინც,გამაგიჟებს ეს ხალხი :lool:
რატო არ უნდა მოგწონდეს ნაპოლი ვერ ვიგებ,აბა ვინ მოგწონთ სიტის და პსჟ-ს ნაირი ფულის მეშოკები? თუ მილანი და ინტერი მოგწონთ უპირველესი მოსისხლეები? :lool:
რას ერჩით,თავისთვის არიან წვალობენ წელებზე ფეხს იდგამენ,თავისი შრომით მიაღწიეს რასაც მიაღწიეს,დასაფასებელია ნამდვილად :chuvak:

bacho kochlashvili
11 years ago

მაგარი ნაგლი კლუბია მეც ვერ ვიტან

11 years ago

მაგარი კაცია :mrgreen:

ცოტნე სამსონაშვილი

გენაცვალე ლუკიტო :*

snuff-juve
11 years ago

:lool: :lool: :lool: საღოლ მარონე

d a v i d
11 years ago

:up:

delpieronedved
11 years ago

ველქამ

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

იმობილეზე უნდა დამეწერა :lool: :chuvak:

Samtrediel90
11 years ago

რავა არავის არ გევასებათ ნაპოლი რა არი? :lool:

მე მევასება,problem? :chuvak:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x