ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იმობილეს თაობაზე მოლაპარაკებები დღეს დილით დაიწყო

ჩირო იმობილეს თაობაზე ოფიციალურმა მოლაპარაკებებმა დღეს დილით აიღეს სტარტი.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა იტალიელის დამატება უკვე გადაწყვიტეს და ახლა “ჯენოასთან” შეეცდებიან საერთო ენის გამონახვას.ბიანკონერების აღზრდილი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით ხუთი მილიონი ევროა, თუმცა გამორიცხული არაა, ტრანსფერში ბარტერის სახით სიმონე პადოინის უფლებათა პაკეტის ჩართვაც მოხდეს.შეგახსენებთ, რომ “პესკარას” ყოფილმა ბომბარდირმა გენუური კლუბის შემადგენლობაში 19 შეხვედრა ჩაატარა და თავი ხუთჯერ გამოიჩინა.მის 50 პროცენტს ბებერი ქალბატონი ფლობს, მეორე ნახევარს კი ენრიკო პრეციოზის გუნდი, ამჯერად მოლაპარაკებები ჩიროს სრულ გამოსყიდვაზე მიმდინარეობს.ფეხბურთელის სურვილისდა გათვალისწინებით, დიდი შანსია, უახლოეს დღეებში იმობილე ტურინული გრანდის შემადგენლობაში ვიხილოთ.

წყარო : Football Italia

55 thoughts on “იმობილეს თაობაზე მოლაპარაკებები დღეს დილით დაიწყო

  1. ბიჭებო მე ადრეც ვიყავი დარეგისტრირებული აქ უბრალოდ აგარ მახსოვს სახელი და პაროლი და იუვეს სისეს ყიდვა უნდაო და არგაქვტ ეგ ინფორმაცია?

  2. კარგით რა იმობილე გვიშველის ჩვენ ლიგაზე? ეს არაფრით არ ჯობია კვალიარელას ბევრი თამაში მაქვს ნანახი ამის შესრულება არ უვარგა და ჩვენ ეგეთი თავდამსხმელი გვჭირდება ბოლო ფაზის ასე ვთქვათ

  3. მატრის და კვალის უაზრო სირბნილს ჯობს აგერ ახალგაზრდამ ირბინოს ტო და მშვენიერ გამოცდილებას მიიღებს და რავი ტალანტიაო გამიგია და იქნებ გაიFურჩქნოს ეს ჩენმისა:D

  4. მომწონს ეს ბიჭი მარა არ მინდა რო სკამზე იჯდეს. მიიღოს სათამაშო გამოცდილება თუნდაც სხვა გუნდში მირჩევნია

  5. იმობილე 1.85 ყოფილია მე უფრო დაბალი მახსოვდა :chuvak: მატრიზე მაღალი კი არი
    ანუ ცენტრფორვარდად მაგი დადგება უკნიდან სება

  6. მემგონი რამოდენიმე საათში ოფიციალურად გამოაცხადებენ იმობილეს, არაა ცუდი ფეხბურთელი, იმედია ვიღაცვიღაცეებს არ გადააყოლებენ
    :italy: :achuu: :italy:

  7. კონტემ თუ დაინახა რო მაგარია, მაშინ რო მიყვანს უნდა ათამაშოს აბა 21 წლის კაცს რო სკამზე დასვამ მითუმეტეს თავდამსხმელს ის კვალიარელაზე მაგარი არ დადგება :chuvak:
    ჩვენ გინდა ისეთი მესის რო გაუწევს კონკურენზიას, როგორიც ელ შაარავია, თუ გაბიადინმა აჯობა ელ შაარავის (და აჯობებს) მაშინ მალადეც მაგას :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.