ლეონარდო ბონუჩი – დროგბათი აღფრთოვანებული ” იუვენტინო ”
ლეონარდო ბონუჩი გახლდათ სტუმარი გადაცემაში Mondo Gol , რომელიც ტელეარხ Sky Sport 1 – ზე გადის . ერთი საათის განმავლობაში იტალიის ნაკრების და ტურინის ” იუვენტუსის ” ცენტრალური მცველი , გადაცემის წამყვანების კითხვებს პასუხობდა . გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს …
ლეო , შენ დღეისათვის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო სქემის , სამ კაციანი დაცვის უკან დახეული რეჟისორი ხარ …
” ვფიქრობ ეს ყოველივე მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა , მან ზუსტად გამოიყენა ჩემი საფეხბურთო მახასიათებლები , ისევე როგორც დანარჩენი მოთამაშეების და შეიტანა იგი 3-5-2 მოდულში . ეს გვალძევს საშუალებას გაცილებით აგრესიულ სტილში ვიასპარეზოთ და შევქმნათ უამრავი მომენტი მეტოქის კართან ” .
სუფთა სისხლის მცველი ხარ ? როდესაც ხედავ უკან დახეულ ნახევარმცველებს …
” დაცვაში ასპარეზობა 18 წლიდან დავიწყე და იმის თქმა , რომ სულით ხორცამდე ამ პოზიციის მოთამაშე ვარ შეუძლებელია ” .
ადრე ნახევარდაცვაში თამაშობდი ?
” დიახ . უშუალოდ დაცვის ზონის წინ ვასპარეზობდი . ნუ პირლოს მსგავსი ნამდვილად არ ვყოფილვარ რადგან ის უნიკალურია , მაგრამ ვცდილობდი მეკონტროლებინა ბურთი ” .
ვინ შეცვალა შენი როლი მოედანზე ?
” კარლო პერონიმ , რომელიც ” ვიტერბეზეს ” თავკაცი იყო . შემდგომ იყო ინტერი , სადაც გადაწყდა კიდევაც ეს ყოველივე ” .
თუმცა , რა უფრო ჯობია სამი კაცით ასპარეზობა უკანა ხაზში თუ მაინც ოთხით ?
” გასულ მარტამდე მუდამ ოთხ კაციან დაცვით სქემაში ვასპარეზობდი და თავს კომფორტულად ვგრძნობდი . ბარიში სადაც არ იყო მიზანი გრძელი გადაცემების კეთება , გადასარევად ვიყავი . ვფიქრობ ეს წამეხმარა ტურინში გადასვლაზე და მეჩვენებინა ის თამაში იმ სქემაში , სადაც თავს კარგად ვგრძნობდი ” .
იყო ეპიზოდი როდესაც აქ ოქროს ბურთზე წავიდა საუბარი . როდესაც თემა ბეკენბაუერს შეეხო , რიკარდო ტრევიზანიმ თქვა , რომ ყველაზე მეტად მას ბონუჩი ჰგავს . ხოლო პაოლო კონდომ ასეთად პიკე მიიჩნია . შენი აზრით ტრევიზანო მართალია ?
” ბეკენბაუერი ეს არის ეპოქა ფეხბურთში , თავად კი არცთუ ისე დიდი ხანია რაც უმაღლეს დონეზე დავიწყე ასპარეზობა . თავად ყოველთვის ნესტას ვეთაყვანებოდი , თუმცა ბეკენბაუერის მსგავსება ბევრმა შენიშნა ჩემში და ამიტომაც ტრევიზანომ … ტვიტერზე გულშემატკივრებიც იგივე შინაარსის კომენტარებს ტოვებენ . სასიამოვნოა ასეთი შედარება , მაგრამ ასეთ დონეზე მისაღწევად შრომა და შრომაა საჭირო ” .
აკვირდები თუ არა უცხოურ ფეხბურთს ?
” ცოტაოდენ . განსაკუთრებით პრემიერ ლიგას ” .
გყავს თუ არა ფავორიტი გუნდი ?
” არა , თუმცა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ” .
შენი რეკორდი ავტო გოლებით მატჩში …
” ერთი ” .
ბალოტელის თაობაზე . ხომ არ კარგავთ ერთმანეთს ?
” იშვიათად ვეკონტაქტებით ერთმანეთს , ალაგ ალაგ შეტყობინებებს ვუგზავნით ერთურთს. მარიო განსხვავებული ტიპაჟია , პრიმავერაში თამაშის დროსაც მის გარშემო მაინც და მაინც დიდი კომპანია არ ყოფილა , საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნებაა და არ არის ისეთი როგორიც შორიდან ჩანს ” .
მას იტალიაში სურს დაბრუნება და ” იუვენტუსი ” ერთადერთი ტოპ კლუბია რომელსაც არც კი უცდია მასთან დაახლოება …
” თუ ჩვენ ჯარისკაცებსა და პროფესიონალებზე ვსაუბრობთ , ის იდეალური მაგალითი ამისა ნამდვილად არ არის … ( იცინის ) ”
სამი გამორჩეული მატჩის დასახელება გთხოვეთ და პირველი უდინეზე – იუვენტუსის შეხვედრა თქვი , რომელიც 2002 წლის 5 მაისს გაიმართა და რატომ ?
” მაშინ სახლში ვიმყოფებოდი , მამაჩემი და ჩემი ძმა ლაციო – ინტერს უყურებდნენ სხვაგვარად . ისინი ინტერისტები არიან , ხოლო მე იუვენტინო . მაშინ ეს გახლდა პიკი ჩვენი დაპირისპირების ” .
ხშირრად მიხსენებენ იმ ინტერვიუს , რომლის დროს ჯერ კიდევ ბარის მოთამაშე ვიყავი . თითქოს ინტერისტა ვიყავი და ფანატების გამო იუვენტინო გავხდი . მაშინ ვთქვი , რომ ნერიაძურის გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემს გულში , რადგან სწორედ მათ მომცეს საშუალება მეთამაშა დიდი ფეხბურთი . მორატის და აუზილიოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დღემდეგ , რადგან განვმეორდები და სწორედ მათი პერსონალური დამსახურებაა ის , თუ რასაც მივაღწიე და ვინც ვარ მე ” .
სავარაუდოდ პობორსკის გოლმა დიდად გაგახარა ?
” დიახ , ვიტერბოს მოედანზეც კი ავღნიშნავდი მას ” .
როგორია ტიფოზის კუთხიდან უყურებდე დელ პიეროს გოლებს და შემდგომ უკვე მასთან ერთად აღნიშნავდე სკუდეტოს ?
” ენით აუღწერელი ემოციაა . ალე ჩემი კუმირია და წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ , რომ მასთან ერთად გავატარე მოედანზე ორი წელი . მივხვდი , რომ დიდ ჩემპიონთან ერთად იგი დიდი პიროვნებაც არის . ყველაფერი მოიგო , თუმცა მაინც სწყურია ფეხბურთის თამაში ” .
მეორე შეხვედრა ეს არის კალიარი – იუვენტუსი , სადაც 60 მეტრიან დიაგონალზე განახორციელე გადაცემა , რის შემდეგაც მეტოქის კარში ბურთი ვუჩინიჩმა გაიტანა . ბევრ მცველს ამის გაკეთება ნამდვილად არ ძალუძს . მოხერხდება ზედიზედ მეორეჯერ სკუდეტოს მოპოვება ?
” დიახ , წელსაც უნდა მოვიპოვოთ ტიტული ”
უფრთხი ” ლაციოს ” , ინტერს და ნაპოლის ?
” შიში ნამდვილად არ არის და აი პატივისცემა რა თქმა უნდა ” .
არის კლუბი რომლის მიმართაც გამოხატავ ანტიპატიას , როგორც მარკიზიო ?
” ( იცინის ) საფეხბურთო ენაზე , რომ ვისაუბროთ მარკიზიო 100 % – ით მართალია , რადგან ნეაპოლიტანელების წინააღმდეგ გამართული მატჩი ყოველთვის გამოირჩევა სიხისტით და დაძაბულობით . მაგრამ ეს ანტიპატია მოედანზე რჩება 90 წუთის მანძილზე ” .
რას ფიქრობ კარიერის მიწურულს საზღვარგარეთ თამაშზე ?
” ყოველთვის ვამბობდი , რომ ასეთი გამოცდილება საინტერესოა ჩემთვის . ესპანური და ბრიტანული ლიგა ყველაზე ძლიერია დღეისათვის . მაგრამ დღესდღეობით ” იუვენტუსსში ” თავს ძალზედ კომფორტულად ვგრძნობ და ამ კლუბის მაისურს კიდევ დიდხანს ვატარებ ” .
” რეალი ” თუ ” ბარსელონა ” ?
” ბარსელონა ” .
მინდა შენგან , როგორც მცველისგან მოვისმინო თავდამსხმელებზე აზრი . დიდიე დროგბა …
” ვთვლი , რომ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდია ” .
მთავარი მახასიათებელი ?
” ფიზიკური კონდიციები , ძალა და ტექნიკური არსენალი . ყველაფერი აქვს და მას მარტო შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მატჩის ბედი ” .
ლორენტე ?
” ამხანაგური მატჩის დროს შევხვდით ერთმანეთს და ვიტყვი , რომ გამორჩეული ფორვარდია , რომელსაც ბრწყინვალე მახასიათებლები აქვს . ვთვლი , რომ ის იდეალურად მოერგებოდა ჩვენს კლუბს ” .
ლისანდრო ლოპესი . სავარაუდოდ ყველაზე იდეალური ვარიანტი კონტეს სქემისთვის არ მეთანხმები ?
” არცთუ ისე ბევრი მინახავს მისი ასპარეზობა . მაგრამ ბოლო პერიოდში მასსზე იმდენს საუბრობენ იმდენი რგოლი კეთდება , რომ დიახ მშვენიერი ფორვარდია მართლაც . მისი გაფორმების შემდეგ ისევ ოთხი ფორვარდი გვეყოლება , როგორც ბენდტნერის დროს , რომელმაც სამწუხაროდ მძიმე ტრავმა მიიღო . ვთვლი , რომ გუნდისთვის ეს წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა ” .
ორი სხვა ფიგურა – გაბიადინი და იმობილე , ისინი შესაძლოა დაბრუნდნენ ტურინში , რა აზრის ხარ მათზე ?
” ჩირომ გამაკვირვა , მას კარგი ფიზიკური მახასიათებლები აქვს და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი . მახასიათებლები , რომლებიც პატივსაცემია ბომბარდირისთვის . გაბიადინი – სხვა ასევე კარგი ახალგაზრდა თავდამსხმელი . შევხდით ერთმანეთს ბოლონიასთან დაპირისპირების დროს . მატჩის ბოლოს პარატიჩისთან გავჩერდი და ვუთხარი , რომ კარგი ფორვარდია , რომელსაც კარგი მოტივაცია გააჩნია . ისინი არ ნებდებიან და იხევენ არცერთი სანტიმეტრით უკან ” .
რომელი ამ 5 ფორვარდიდან იქნებოდა შენი უმთავრესი მიზანი ?
” დიდიე დროგბა ” .
ვინ არის ” ანტი იუვე ” ?
” ” ლაციო ” და ნაპოლი , ისინი ყველაზე მეტად იმსახურებენ ამ წოდებას . ნეაპოლიტანელებს ჰყავთ გუნდი , რომელიც დატესტილია დროის თვალსაზრისით , ხოლო ლაციალემ იმ ტაქტიკას მიაკვლია , რომელიც აძლევს საშუალებას კლოზეს , ერნანეს და მაურის საკუთარი თავის სრულად წარმოჩენაში . მას რომ მათ წინააღმდეგ მობილიზებულნი უნდა ვიყოთ . იუვეს მართალია არავისი არ ეშინია , თუმცა პატივისცემა ყველას მიმართ აქვს . და ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმით ვმუშაობთ ” .
მზად კალჩიოკომისიის თემაზე სალაპარაკოდ ?
” ფრთხილად ვეკიდები ამ თემას , რადგან ეს საკითხი გარდამტეხი გახდა ჩემს კარიერაში . პროფესიონალური კუთხითაც და პიროვნულადაც ” .
რაიმეზე ხომ არ განიცდი ან გაბრაზებული ხარ ?
” არანაირი სიბრაზე ეხლა , ადრე ალბათ კი . მივხვდი შემდეგ , რომ ვინც მართალია იმ მხარეზე ვარ და უბრალოდ გავაგრძელე ცხოვრება ჩემი გზით ” .
ფეხბურთის გარდა მოგწონს რაიმე სახის სპორტი ?
” ფორმულა 1 ის დიდი ფანატი ვარ . განსაკუთრებით წელს , ფინალში … ალონსოს ვგულშემატკივრობ , მაგრამ სამწუხაროდ … ”
რომელ ფეხბურთელს მოიწვევდი სადილად ?
” ზიდანს ” .
ფეხბურთიდან შორს მდგარი ფიგურებიდან ?
” მონტი ” .
საუკეთესო მოგზაურობა ?
” საქორწილო მოგზაურობა მეუღლესთან , პეპესთან და მის მეგობარ გოგონასთან და კიდევ ერთ წყვილთან . ვესტუმრეთ ლას ვეგას , ბორა ბორას და შემდგომ ნიუ იორკში გავჩერდით ” .
ადრეულ ასაკში , ვინ გინდოდა რომ ყოფილიყავი ?
” ვინც გავხდი პრინციპში , ფეხბურთელი ” .
მოგვიყევი იმ ეპიზოდზე , როდესაც იარაღით ხელში მძარცველი დაგადგა .
” ინსტიქტური რეაქცია იყო . როდესაც მოვიდნენ არ მიფიქრია ცოლზე და ბავშვზე . ალბათ გავრისკე და არ იყო ასეთი რამ საჭირო . მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა ” .
ვინ გაიმარჯვებს წელს პრემიერ ლიგაში ? იუნაიტედი თუ სიტი ?
” ალბათ იუნაიტედი ” .
ტრევიზანოს მტკიცებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ” იუვენტუსი ” და ” ბარსელონა ” იასპარეზებენ . შენ როგორ თვლი ?
” ასევე ” .
თქვენს ახალგაზრდებზე რას იტყვი ? ვის გაუწევ რეკომენდაციას ?
” პოგბა და მარონე უკვე არიან გუნდში . ახალგაზრდა რომელიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ვფიქრობ უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია არის ბელტრამე . გადასარევი სისწრაფე და ფიზიკური მონაცემები აქვს ” .
ეთანხმები მესის მორიგ ოქროს ბურთს ?
” დიახ , მან რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა გატანილი ბურთების . ვფიქრობ საკმარისია ეს იმისთვის , რომ ოქროს ბურთი გადასცე ” .
შენი პირადი სამეული …
” მესი , პირლო და ინიესტა ” .
საუკეთესო ფორვარდი , ვისაც შეხვედრილხარ და შენს მიერ გატანილი გამორჩეული გოლი ?
” გოლი შახტარის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში . ფორვარდად კი კლოზეს დავასახელებ ” .
მესამე შენს მიერ არჩეული მატჩი პალერმო – იუვენტუსია , 2011 წლის 7 აპრილი …
” დიახ , რადგან ეს გარდამტეხი გახდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში . მაშინ სწორედ მე გავყინე ტაბლოზე ანგარიში . ამას არასოდეს დავივიწყებ ” .
რას ფიქრობ ” უდინეზესთან ” დაპირისპირებაზე ?
” აქტიურად ვიმუშავებთ ამ სამი დღის მანძილზე . ფრიულის ბინადრებს დი ნატალე ჰყავთ , რომელსაც გასული წლების ბზინვარება გააჩნია და ის მუდამ სახიფათოა . ორი უკანასკნელი მატჩის შემდეგ კალჩოში , მოგვიწევს დაბრუნება . ამასთან ერთად საკუთარ არენაზე ვიასპარეზებთ , სადაც მუდამ გამარჯვებაზე ვართ კონცენტრირებულნი ” .
შენი შვილი ფეხბურთელი გახდება ?
” დედას არ სურს , ხოლო მამა გაურკვევლობაშია . ასე რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ” .
წყარო : TuttoJuve
ალიარდიმ იუვესთან უნდა გაიგიჯოს თავი რა
გაბიიიიიიიიიიიიიიიიიიი
იუვენტინოების გოლი მოტაც ჩვენიანია, არადა მომწონდა მე მოტა
აი გაბიადინიც