გუარალდი : “გაბიადინი და სორენსენი ზაფხულამდე “ბოლონიაში” რჩებიან”
“ბოლონიაში” ტურინის “იუვენტუსის” ორი ფეხბურთელი ირიცხება : მანოლო გაბიადინი და ფრედერიკ სორენსენი.იტალიურ პრესასთან ინტერვიუში “რუსობლუს” პრეზიდენტმა, ალბანო გუარალდიმ სწორედ მათ შესახებ ისაუბრა : “გაბიადინი თავს შესანიშნავად გრძნობს, სიახლე მის ტრანსფერთან დაკავშირებით არაფერია.მანოლო ჩვენს რიგებში ივნისამდე იასპარეზებს.იგივე შემიძლია გითხრათ სორენსენზეც, დანიელი დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, ბევრი კლუბი აკვირდება, თუმცა მისი ტრანსფერიც გამორიცხულია.”
მილანი სერიოზულად ძლიერდება

კაკა თუ დაითრიეს, მერე ბალოტელისაც მიაყოლებენ და ერთი ორი მცველი თუ დაიმატეს ლიგისთვის იბრძოლებენ
კაკა მონტოლივო ბოატენგი დეიონგი სერიოზული ოთხეული იქნება იქნება
იუვე ეტყობა არ აპირებს ტრანსფერებს
სორენსენი უნდა დაიბრუნონ დაცვაში კარგად თამაშობდა ეგ ბიჭი არაა დასაკარგი კარგად გაიზრდება
ნერვები მეშლება იუვენტუსის ფეხბურტელების ბედს სხვა რო წყვეტს :
