ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” ბაიერნი ” ვიდალში 20 მილიონ ევროს იხდის

მიუხედავად იმისა , რომ პეპ გუარდიოლა ” ბაიერნს ” ზაფხულში ჩაუდგება სათავეში , მან უკვე ამ წუთიდან დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი . როგორც ჩანს ესპანელი სპეციალისტის გეგმებში არტურო ვიდალიც მოხვდა და გერმანელებმა უმალ გაამზადეს ოფიციალური წინადადება ჩილელის სანაცვლოდ . სხვათაშორის ეს პირველი შემთხვევა არ არის , გასულ წელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბუნდესლიგელებმა საკმაოდ დამაფიქრებელი წინადადებით მიმართეს ტურინელებს ორი ფეხბურთელის : იმავე ვიდალის და მარკიზიოს თაობაზე . გავლენიანი გამომცემლობების მტკიცებით , დღევანდელი წინადადება 20 მილიონ ევროს შეადგენს და შანსი იმისა , რომ მაროტა და კომპანია დათანხმდებიან წამყვანი ფეხბურთელის გასხვისებას მიზერულია .

წყარო : tuttosport

17 thoughts on “” ბაიერნი ” ვიდალში 20 მილიონ ევროს იხდის

  1. ამ კაცის წასვლა არ შეიძლება და თუ მაინც გაუშვეს სულ რაღაც 20მილიონის გამო (მაგის ფასი გაცილებით მეტია),მაშინ ვიფიქრებ რომ იუვეს მომავალი ბუნდოვანი იქნება და შესაბამისად არც არავის ანაღვლებს ეგ მომავალი,იმიტომ რომ არტურო იუვესთვის შეუცვლელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.