ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეტკოვიჩი : ” ” იუვენტუსი ” საუკეთესოა , თუმცა … ”

გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს ვლადიმერ პეტკოვიჩის პრეს-კონფერენციიდან , რომელიც ” იუვენტუსსთან ” მოახლოებულ დაპირისპირებას შეეხო : ” ” იუვენტუსი ” – ჩემპიონთა გუნდი , რომელიც იტალიაში დღეისათვის საუკეთესოა . თუმცა უკანასკნელ 12 მატჩში ყველაზე მეტი ქულა დავაგროვეთ და გვსურს კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ . ტურინში მოედანზე თამამად უნდა ვიასპარეზოთ , რადგან კონცენტრაციის ერთი წუთითაც დაკარგვას არავინ გვაპატიებს . ხვალ , მატჩის დაწყებიდან საპასუხო შეხვედრის დასრულებამდე მთელი 180 წუთის მანძილზე ვიცხოვრებთ დიდი ფეხბურთით . ტაქტიკური წყობა ? გარკვეული ეჭვები მაქვს და ამიტომ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ . ბუნებრივია მოედანზე ის მოთამაშეები გამოვლენ , რომლებიც 100 % – ით არიან მზად . ისინი კი ვისაც მცირედი დისკომფორტი მაინც აქვს , სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან “ .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

3 thoughts on “პეტკოვიჩი : ” ” იუვენტუსი ” საუკეთესოა , თუმცა … ”

  1. 180 წუთი რა ამბავია, ფეხბურთს გვეთამაშება თუ რა უნდა ამას… ისე ეს შვეიცარიიდან აქ როგორ დანიშნეს მიკვირს, არადა კარგად უძღვება თავის საქმეს. იუვესთან შანსი არა აქვს, მაგრამ ესეთი სტაბილური ლაციო ბოლოს აღარ მახსოვს როდის იყო. ხვალ მთავარია გოლი არ გავუშვათ და მერე განმეორებით შეხვედრაში უეჭველი გახსნის თამაშს და ამოვტენით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.