ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე , დროგბა , ლისანდრო …

Gazzetta Dello Sport – ის მტკიცებით , ხვალ ” იუვენტუსი ” ოფიციალურად გააფორმებს ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერს , რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება . კონტრაქტი ძალაში 2017 წლამდე იქნება და წლიურად ბასკი ფორვარდი 4.5 მილიონ ევროს მიიღებს . თუმცა , მაროტას იმედი აქვს , რომ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა მაინც დასთანხმდება მის დაუყონებლივ გასხვისებას და ნანდო უკვე იანვარშივე გადაბარგდება იუვე არენაზე . ტურინი მზადაა 3 მილიონი ევროს გადასახდელად ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ . გეგმბა B კი როგორც ჩანს მივიწყებული დიდიე დროგბა შეიძლება გახდეს . იტალიური პრესის ინფორმაციით უახლოეს 48 საათში ცნობილი გახდება აფრიკელის საბოლოო გადაწყვეტილება იასპარეზებს თუ არა იგი ბებერ ქალბატონში . საქმე იმაშია , რომ მაროტა არ აპირებს მასში ფულის გადახდას და სავარაუდოდ საქმე არენდას ეხება გამოსყიდვის უფლებით . კიდევ ერთი ფორვარდი ვისსზეც მიმდინარეობს საუბარი არის ლისანდრო ლოპესი და აქაც საუბარი არენდაზეა , რაც აყოვნებს კიდევაც 29 წლის ფეხბურთელის გადასვლას იტალიაში .

წყარო : Calcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

49 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jibojuve
11 years ago

_Goga
მართალი ხარ არაა იუვეს აღზრდილი ინტერში დაიწყო თამაში

dato_juventino
11 years ago

ვა დროგბაზე ისევა ლაპარაკი მაგრად მინდა იუვეში თუ არადა ლორენტე დაგვეთრიაა ეს ბილბაო ვინ ყოფილა რა ჯიბრში უდგია კაცმა ბილბაოსთვის ბევრი გაკეთა,,ლისანდროზე რა უნდა თქვას კაცმა პორტუში ძან მაგარი იყო კარგად თამაშობს ორივე ფეხით რავი ნაკლებად მინდა ლოპესის მოსვლა მარა მაროტა და კომპანიამ უკეთ იცის

G M
G M
11 years ago

ბონუჩი არარის იუვეს აღზრდილი…მგონი ნერაძურიმ აღზარდა, თუ არ ვცდები. რაც შეეხება ტრანსფერებს, რახან ჩამოწერეთ რაღაც-რაღაცეები, ბარემ მეც ჩემს აზრს დავაფიქსირებ მაგ თემასთან დაკავშირებით. :) ზამთარში ყველაზე მეტად მესიამოვნებოდა დროგბა-იმობილეს დუეტის ხილვა იუვეს რიგებში, ვფიქრობ რო ლიგაზე დროგბაზე მეტად, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იუვეს არცერთი ფორვარდი არ/ვერ გამოადგება. რაც შეეხება სერია A-ს, აქაც გამოგვადგება დროგბა-ფაქტია,მაგრამ ჩემპიონატში იმდენად ძლიერი ვერ არის,რამდენადაც ევროსარბიელზე…ეს ხომ ჩელსიშიც მტკიცდებოდა, და ჩემპიონატში ჩვენი რესურსებითაც მშვენივრად შეგვიძლია წარმატების მიღწევა. რახან ჩემს სურვილს ძნელად ასრულება უწერია, ლორენტე-დროგბაც არ იქნება ცუდი…რაც ნაკლებად სავარაუდოა,ალბათ,მაგრამ თუ ორივე არ მოვიდა ეგეც დიდი არაფერი. ლორენტე არარის ცუდი ფორვარდი,ფორმის პიკში იყო გასულ წელს და ზაფხულში რომ… Read more »

| Newsphere by AF themes.
49
0
Would love your thoughts, please comment.x