ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე , დროგბა , ლისანდრო …

Gazzetta Dello Sport – ის მტკიცებით , ხვალ ” იუვენტუსი ” ოფიციალურად გააფორმებს ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერს , რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება . კონტრაქტი ძალაში 2017 წლამდე იქნება და წლიურად ბასკი ფორვარდი 4.5 მილიონ ევროს მიიღებს . თუმცა , მაროტას იმედი აქვს , რომ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა მაინც დასთანხმდება მის დაუყონებლივ გასხვისებას და ნანდო უკვე იანვარშივე გადაბარგდება იუვე არენაზე . ტურინი მზადაა 3 მილიონი ევროს გადასახდელად ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ . გეგმბა B კი როგორც ჩანს მივიწყებული დიდიე დროგბა შეიძლება გახდეს . იტალიური პრესის ინფორმაციით უახლოეს 48 საათში ცნობილი გახდება აფრიკელის საბოლოო გადაწყვეტილება იასპარეზებს თუ არა იგი ბებერ ქალბატონში . საქმე იმაშია , რომ მაროტა არ აპირებს მასში ფულის გადახდას და სავარაუდოდ საქმე არენდას ეხება გამოსყიდვის უფლებით . კიდევ ერთი ფორვარდი ვისსზეც მიმდინარეობს საუბარი არის ლისანდრო ლოპესი და აქაც საუბარი არენდაზეა , რაც აყოვნებს კიდევაც 29 წლის ფეხბურთელის გადასვლას იტალიაში .

წყარო : Calcionews24, Tuttojuve

49 thoughts on “ლორენტე , დროგბა , ლისანდრო …

  1. ვა დროგბაზე ისევა ლაპარაკი მაგრად მინდა იუვეში თუ არადა ლორენტე დაგვეთრიაა ეს ბილბაო ვინ ყოფილა რა ჯიბრში უდგია კაცმა ბილბაოსთვის ბევრი გაკეთა,,ლისანდროზე რა უნდა თქვას კაცმა პორტუში ძან მაგარი იყო კარგად თამაშობს ორივე ფეხით რავი ნაკლებად მინდა ლოპესის მოსვლა მარა მაროტა და კომპანიამ უკეთ იცის

  2. ბონუჩი არარის იუვეს აღზრდილი…მგონი ნერაძურიმ აღზარდა, თუ არ ვცდები.

    რაც შეეხება ტრანსფერებს, რახან ჩამოწერეთ რაღაც-რაღაცეები, ბარემ მეც ჩემს აზრს დავაფიქსირებ მაგ თემასთან დაკავშირებით. :)

    ზამთარში ყველაზე მეტად მესიამოვნებოდა დროგბა-იმობილეს დუეტის ხილვა იუვეს რიგებში, ვფიქრობ რო ლიგაზე დროგბაზე მეტად, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იუვეს არცერთი ფორვარდი არ/ვერ გამოადგება. რაც შეეხება სერია A-ს, აქაც გამოგვადგება დროგბა-ფაქტია,მაგრამ ჩემპიონატში იმდენად ძლიერი ვერ არის,რამდენადაც ევროსარბიელზე…ეს ხომ ჩელსიშიც მტკიცდებოდა, და ჩემპიონატში ჩვენი რესურსებითაც მშვენივრად შეგვიძლია წარმატების მიღწევა.

    რახან ჩემს სურვილს ძნელად ასრულება უწერია, ლორენტე-დროგბაც არ იქნება ცუდი…რაც ნაკლებად სავარაუდოა,ალბათ,მაგრამ თუ ორივე არ მოვიდა ეგეც დიდი არაფერი. ლორენტე არარის ცუდი ფორვარდი,ფორმის პიკში იყო გასულ წელს და ზაფხულში რომ გამოეშვა ბილბაოს, ძალიან მაგრადაც გამოგვადგებოდა,უბრალოდ ახლა დაღს მის სამომავლო პერსპექტივისა იუვეში (კარგად თამაშთან) დაკავშირებით ასვამს მისი დიდხანს უთამაშებლობა. . .

    ლისანდროზე რა ვთქვა…უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან არ მინდა მისი იუვეში მოსვლა,დიდი არაფერი არარის…შეიძლება მატრი-ბენდტნერის გაუმჯობესებული ფეხბურთელი იყოს,მაგრამ არა ტოპ ფორვარდი…მაგის არენდით მოყვანას, აჯობებდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა შანსი და ეგენი გვეთამაშებინა.

    რაც შეეხება გუნდის აწყობა-გადაწყობა,ოცნებეს და ასე შემდეგ…კავანი ყველაზე მეტად გამოგვადგებოდა, რომ არა ნაპოლის პრეზიდენტი….განა მაგას ფული აინტერესებს?! მაროტას რა ბრალია?! უბრალოდ პრინციპის საკითხია…რატომ უნდა გამოუშვას იუვეში,როცა სხვა გუნდები 60მილიონს და კიდე მეტს სთავაზობენ? შანსი არარის.

    ისე კი, ჩემი ოცნება იუვეში ვისი თამაშის ხილვაც ყველაზე ძალიან მსურს,არის იბრას დაბრუნება,ან ლივერპულიდან სუარესის ყიდვა…
    მეკარე: :up:
    დაცვა: :up:
    ნახევარდაცვა: :up:
    თავდასხმა: აქ მოვიკოჩლებთ ძალიან, იმედია მალე მოგვიგვარებს ბეპე პრობლემებს. ახლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კიდე :down:

    აი, ჩემი აზრიც მიმდინარე თუ სამომავლო გეგმებთან და სატრანსფერო სიახლეებთან დაკავშირებით. სასაცილო ალბათ არაფერი მიწერია და რეალობას მოკლებული, იმედია ყველა ჩვენსირგვლივ არსებული პრობლემა მალე მოგვარდება… :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.