ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” წარმატებას აღწევს მხოლოდ ის , ვინც ამაზე ოცნებობს ”

” არჩევანი , რომელიც ” იუვენტუსის ” მაისურთან დაკავშირებით გავაკეთე , საბოლოო სახე მაშინ მიიღო , როდესაც მსოფლიოს თასი აღვმართე და ცოტა ხანშივე გუნდს სერია ბ-ში გავყევი . გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემს მიერ იყო გამოტანილი და მასში მონაწილეობა არავის არ მიუღია . საკუთარ ისტორიას თავად ვწერ და გადაწყვეტილებას გულიდან და სპორტული ინტერესებიდან ვიღებ და არა ეკონომიკური კუთხით , რომელიც დღეისათვის საკუთარ ზეგავლენას ახდენს უმეტესობაზე . სწორედ მაშინ , შვიდი წლის წინ გამიჩნდა სურვილი , ამეყვანა კლუბი მწვერვალზე ევროპის მაშტაბით . შვიდი წლის შემდეგ ოცნება არ შემიწყვეტია , უფრო მეტი ეს უკვე ჩემი მიზანია , რადგან ვთვლი , რომ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად რეალურია და მიღწევადია. კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ვიქნები , როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება – ჩვენი საერთო მიზანი – ჩემს მეგობრებთან , კლუბთან და გულშემატკივრებთან ერთად . დარწმუნებული ვარ , რომ ჩვენს პროექტს , რომელიც აგებულია გულითად მუშაობაზე , მიგვიყვანს ევროპულ ტიტულამდე . პროექტი რომელიც დაწერილია იტალიურ ენაზე . რომელიც არწმუნებს ყველას იმაში , რომ წარმატებას ნებისმიერი მიაღწევს . სწორედ ამის გამო გადავწყვიტე დარჩენა . სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოედანზე ბრძოლა და არ მიძებნია გაცილებით კომფორტული ადგილები , რომ კარიერის ბოლოს გავმდიდრებულიყავი . ” წარმატებას აღწევს მხოლოდ ის , ვინც ამაზე ოცნებობს “ – ეს სიტყვები ჯანლუიჯი ბუფონის Facebook ზე დღეს გამოქვეყნდა .

წყარო : Spaziojuve

8 thoughts on “ბუფონი : ” წარმატებას აღწევს მხოლოდ ის , ვინც ამაზე ოცნებობს ”

  1. პირადად შენთვის მინდა ლიგა ჯიჯი, ნამდვილად გეკუთვნის, შენ რო ფეხბურთიდან ლიგის მოგების გარეშე წახვიდე, დიდი უსამართლობა იქნება!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.