ბუფონი : ” წარმატებას აღწევს მხოლოდ ის , ვინც ამაზე ოცნებობს ”
” არჩევანი , რომელიც ” იუვენტუსის ” მაისურთან დაკავშირებით გავაკეთე , საბოლოო სახე მაშინ მიიღო , როდესაც მსოფლიოს თასი აღვმართე და ცოტა ხანშივე გუნდს სერია ბ-ში გავყევი . გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემს მიერ იყო გამოტანილი და მასში მონაწილეობა არავის არ მიუღია . საკუთარ ისტორიას თავად ვწერ და გადაწყვეტილებას გულიდან და სპორტული ინტერესებიდან ვიღებ და არა ეკონომიკური კუთხით , რომელიც დღეისათვის საკუთარ ზეგავლენას ახდენს უმეტესობაზე . სწორედ მაშინ , შვიდი წლის წინ გამიჩნდა სურვილი , ამეყვანა კლუბი მწვერვალზე ევროპის მაშტაბით . შვიდი წლის შემდეგ ოცნება არ შემიწყვეტია , უფრო მეტი ეს უკვე ჩემი მიზანია , რადგან ვთვლი , რომ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად რეალურია და მიღწევადია. კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ვიქნები , როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება – ჩვენი საერთო მიზანი – ჩემს მეგობრებთან , კლუბთან და გულშემატკივრებთან ერთად . დარწმუნებული ვარ , რომ ჩვენს პროექტს , რომელიც აგებულია გულითად მუშაობაზე , მიგვიყვანს ევროპულ ტიტულამდე . პროექტი რომელიც დაწერილია იტალიურ ენაზე . რომელიც არწმუნებს ყველას იმაში , რომ წარმატებას ნებისმიერი მიაღწევს . სწორედ ამის გამო გადავწყვიტე დარჩენა . სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოედანზე ბრძოლა და არ მიძებნია გაცილებით კომფორტული ადგილები , რომ კარიერის ბოლოს გავმდიდრებულიყავი . ” წარმატებას აღწევს მხოლოდ ის , ვინც ამაზე ოცნებობს “ – ეს სიტყვები ჯანლუიჯი ბუფონის Facebook ზე დღეს გამოქვეყნდა .
წყარო : Spaziojuve
პირადად შენთვის მინდა ლიგა ჯიჯი, ნამდვილად გეკუთვნის, შენ რო ფეხბურთიდან ლიგის მოგების გარეშე წახვიდე, დიდი უსამართლობა იქნება!!
აბა ადექი და არ გიყვარდეს ასეთი ჯიგარი და გულიანი ადამიანი!!!
დამბურძგლა
გრანდე ჯიჯი !