ფერნანდო ლორენტე – ახალი ტრეზეგე ?!
როგორც იცით, ტურინის ” იუვენტუსმა ” მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა მომავლისთვის. ამჟამად ტურინულ გიგანტს თავდასხმასთან დაკავაშირებით გარკვეული პრობლემები აქვს, რაც მომენტები რეალიზებაზეც ისახება, ამიტომ ბეპე მაროტამ და კომპანიამ გადაწყვიტეს მაღალი დონის თავდამსხმელის დამატება, საქმე ეხება ფერნანდო ლორენტეს. ბილბაომ მისი გაშვება კონტრაქტის ამოწურვამდე არ ისურვა, ამიტომ ბასკი ფეხბურთელი ” იუვეს ” ივლისში შეუერთდება, მან 4 წლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი. მორიგი ” მუქთად ” მოყვანილი ფეხბურთელი – გაამარათლებს ფერნანდო გაწეულ ავანსებს ? გახდება იგი ახალი ტრეზეგე ?
როგორც იცით დევიდმა ძალიან დიდი ისტორია დაწერა ” იუვეს ” მაისურით, უამრავი გატანილი გოლი. ბრწყვინვალე ტანდემი დელ პიეროს და ტრეზეგეს შესრულებით. ფრანგმა მართლაც, რომ დაუვიწყარი წუთები აჩუქა თითოეულ ” იუვენტუსის ” ტიფოზს. ბოლოს და ბოლოს იგი ” ბებერ ქალბატონს ” სერია ბ-ში გაჰყვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მის ძარღვებში შავ – თეთრი სისხლი ჩქეფს. ტრეზეგოლი – ეს ზედმეტსახელი ” იუვეს ” ტიფოზებმა შეარქვეს. პირადად მე არ დამავიწყდება მისი “რეალის” კარში გატანილი ბურთი, როდესაც ალემ თავით გაუკეთა გადაცემა . ის მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით (3-1 )დასრულდა.
ნანდოს მიეცა საშუალება, რომ გახდეს ახალი ტრეზეგე. მას ამის ყველა მონაცემი აქვს. იმედია ანტონიო მისგან ახალ დევიდ ტრეზეგეს შექმნის !
ანუ ეს ვერ დაგვეხმარება ხო წელს ლიგაზე?
ტრეზეგეს ვერ შეცვლის მარა იმედია კარგად ითამაშებს…ტრეზეგე ტრეზეგეა…ლორენტე კი რავიცი..)) ვნახოთ…
არანაირად არ და ვერც გახდება ეს მეორე ტრეზეგე
ააუ მეთქი ეხლა გადმოდის. ივლისამდე რას აპირებენ?
მშვენივრად მოერგება გუნდს თან იუვე სუ ჩაწოდებებზე თამაშობს,ეს 100% ბურთებს არ მაზავს ბევრჯერ მაქ ამის თამაში ნანახი. თავით თამაშობს ძაან მაგრად,მე უკვე წარმომიდგენია რა ელით სერია ას გუნდებს
ბენტნერს და ალბათ მატრისაც მოუწევთ დახვევა.
27 წლისააა და არამგონია 1 სეზონის უთამაშებლობის გამო ფეხბურთი დავიწყებოდა
ჩვენი ტოკ ფეხბურთელი გახდება სებასტან ერთად!!! 
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს არა მგონია 1 წლის უთამაშებელმა ლორენტემ იგივე სიხარული გვაჩუქოს რაც ტრეზეგემ. ტრეზეგე რო იუვეში მოვიდა გაცილებით ახალგაზრდა იყო და მონაკოშიც სათამაშო დრო მეტი ქონდა ვიდრე ახლა აქვს ლორენტეს ბილბაოში.