დელ პიერო ჯანი ანიელის იხსენებს …
10 წელი გავიდა ჯანი ანიელის სიკვდილის შემდეგ და ალესანდრო დელ პიერო , რომელიც საკმაოდ ახლოს იყო მასთან , არ იშურებს თბილ სიტყვებს მის მიმართ : ” 10 წელი გავიდა , თუმცა თითქოს გაცილებით ნაკლებია გასული . ალბათ იმიტომ , რომ ავოკატოს სიახლოვეს ისევე ისე ვგრძნობ . გუშინდელი დღესავით მახსენდება როგორ დავკიდე ტელეფონის ყურმილი და მოვაჩვენე თავი თითქოს არ მეძინა , არადა მან საკმაოდ ადრე დარეკა . ნებისმიერ შემთხვევაში გავიდა 10 წელი . მაგრამ წლები მოგონებებს ვერაფერს დააკლებს , როდესაც ის შენს გულში ცხოვრობს . მე ის ისევ მენატრება . ძალზედ გამიმართლა , რომ ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპი მასთან ერთად გავატარე , მის ელეგანტურობასთან , სტილთან , მის გემოვნებასთან უმშვენიერეს ნივთებზე , როგორც პირად ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში . მენატრება მისი დამოკიდებულება ფეხბურთთან , მენატრება მისი ” იუვენტუსი ” , ” ფერარი ” , მისი იახტები და მისი ტურინი . მასსზე როგორც ” იუვენტუსის ” გულშემატკივრები , ასევე სრულიად იტალია გლოვობს ” .
” მან შემარქვა ზედმეტსახელი , რომელიც წლების განმავლობაში შემრჩება . და ეს მაშინ როდესაც ხდებოდა , ესტაფეტის გადაცემა რობერტო ბაჯოსგან . ავოკატო ხელოვნების დიდი მოყვარული იყო და ბაჯოს ” რაფაელოს ” ეძახდა , მე კი ” პინტურიკიო ” შემარქვა . იცით , გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს არა სასიამოვნოდ ვგრძნობდი , რადგან არ ვიცოდი ვინ იყო ის , თუმცა შემდგომ გავიგე , რომ პინტურიკიო მხატვარი იყო . მომწონს ეს შედარება რადგან ზუსტად ვიცი თუ რა იგულისხმა ავოკატომ და ეს მახსენებს იმ გასაოცარ წლებზე , როდესაც ” იუვენტუსსთან ” ერთად მსოფლიოს მწერვალებს ვიპყრობდი .
დღეს როდესაც უკან ვიყურები არა როგორც ბიანკონერის წევრი , ტურინში გატარებულ 20 წელიწადს კიდევ უფრო მეტად ვაფასებ . ორ ადამიანს შევხვდი , რომლებიც ” იუვენტუსს ” განსაკუთრებულ ელფერს სძენდნენ : ჯამპიერო ბოპიერტი , სწორედ მან მომიყვანა ” პადოვადან ” და რა თქმა უნდა ჯანი ანიელი , რომელმაც ყურადღება გაამახვილა ჩემზე და მენდო კიდევაც ამასთანავე .
ამ დღეების განმავლობაში ხშირად ვფიქრობდი იმაზე თუ რას მეტყოდა , ცოცხალი რომ ყოფილიყო . დარწმუნებული ვარ აუცილებლად დამირეკავდა და მეტყოდა თუ სად წავსულიყავი სიდნეიში და რა დამეთვალიერებინა . ის კარგად იცნობდა მთელი მსოფლიოს მაშტაბით ლამაზ ადგილებს და დიდად აფასებდა მათ მშვენიერებას . ალბათ ისე დამირეკავდა დილის ექვს საათზე , თუმცა უკვე სიდნეიში მყოფს ამჯერად ნამდვილად არ მეძინებოდა ” .
წყარო : Football Italia
მაგარი სიტყვებია

ძალიან მაგარი სტატია
ჯანი ანიელი ცოცხალი რომ ყოფილიყო დელპიეროს დღესაც შავ-თეთრი მაისური ეცმეოდა
magari statiaa,,saagool