ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანელკას ტურინში დღეს ელიან

იტალიური პრესის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის ახალწვეული, ნიკოლას ანელკა ტურინს დღეს ეწვევა.ჩინური “შანხაის” ყოფილ ფორვარდთან ჯუზეპე მაროტამ პირადი კონტრაქტის დეტალები გუშინ გვიან ღამით შეათანხმა და ფრანგს იტალიაში ჩაფრენის გარდა არაფერი დარჩენია.სავარაუდოდ, 33 წლის წინახაზელი დღეს “იუვენტუსსა” და “ჯენოას” შორის დაპირისპირებას დაესწრება, თუმცა სამედიცინო შემოწმებას ზეგ გაივლის, ორშაბათსვე იგეგმება მისი ოფიციალური წარდგენა.

წყარო : Tuttojuve

8 thoughts on “ანელკას ტურინში დღეს ელიან

  1. უკვე გული მერევა ყველაფერზე… ალეს გაშვება რომ არ ვახსენო…იმას დავწერ რომ ჩვენ ანელკა ს მოვიყვანტ მილანი დროგბას და როგორც ყოველტვის ….ვენ სატრანსფეერო პოლიტიკასჰი )მოჯის მერე)

  2. ჩემი აზრით ანელკა როგორიც არ უნდა იყოს, რა ასაკისაც და რა ფორმაშიც მატრის მაინც აჯობებს, ეს ჩემი აზრია, ასევე ბენდტნერს… ასე რომ შეგვიძლია გავუშვათ ეს ორი “ნიჭიერი” ახალგაზრდა და შეცვლაზე იყოს ბატონი ნიკოლა. ამას გარდა ლისანდროსაც თუ მოიყვანენ, სეზონის ბოლომდე ალბათ იქნება ლისანდრო-ვუჩინიჩი-ჯოვინკო ძირითადი შემტევები რომლიდანაც მნიშვნელოვან თამაშებს რომელიმე ორი ითამაშებს, შეცვლაზე კი იქნებიან ანელკა, კვალიარელა და რომელიმე ამათგან ერთ-ერთი. არ არის გამორიცხული მატრიმ ახლავე დატოვოს ტურინი. შემდეგ უკვე ლორენტეც მოვა და ვფიქრობ კვალიარელას და მატრის ორივეს მოუწევს დატოვება გუნდის.

  3. ისეთ კონტრაქტს უფორმებენ მაქსიმალური მონდომება და დახარჯვა მოუწევს, ყოველ 12 მატჩში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დამატებითი ბონუსებია, შესაბამისად ადვილი არ იქნება კონკურენციის გაწევა ჩვენი ფორვარდებისთვის..ამიტომ ნიკოლასამ უნდა მოინდომოს..

    1. უი დედაა.. შანხაი შენხუაში იმდენად ეზარება ფეხბურთის თამაში რო 22 თამაშში 3 გოლზე მეტი არ გაიტანა : DDD ვერ გაიტანას არ ვამბობ, მანდ როგორ ვერ უნდა გაიტანო როცა ნიკოლა ანელკა ხარ არ ვიცი რაა

  4. რა დროს ანელკაა ლისანდრო მოდის ტურინშიიიიი :forza: :kenwvla:
    მე ბევრად მირჩევნია და სხვისი არ ვიციი :vashaa:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.