ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლისანდრო IN – კუალიარელა , მატრი OUT ?

პრესაში არ წყდება ინფორმაციები ლისანდრო ლოპესთან დაკავშირებით . მიუხედავად იმისა თუ რა განაცხადა ჯუზეპე მაროტამ , ჟურნალისტები ჯიუტად ამტკიცებენ , რომ არგენტინელის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს . იტალიელები მზად არიან 4 მილიონი ევრო გადაიხადონ 29 წლის ფეხბურთელში . თუმცა , ლოპესის მოსვლის შემთხვევაში ფაქტიურად გადაწყვეტილი ხდება გუნდიდან ფაბიო კუალიარელას ან ალესანდრო მატრის წასვლა . ორივე ფორვარდის მიმართ სერიოზულ ინტერესს ” ფიორენტინა ” გამოხატავს . ტურინელებს თავის მხრივ ფრიად აწყობთ ეს ვარიანტი უშუალოდ ფლორენციელებთან რადგან ასეთ შემთხვევაში ზაფხულისთვის გაცილებით გამარტივდება სტეფან იოვეტიჩის ტრანსფერი , რომელიც ძალზედ ახლოს იყო იტალიის 30 გზის ჩემპიონთა რიგებში გადმობარგებასთან , მაგრამ რიგი უსიამოვნებების გამო რომელიც ორ კლუბს შორის მაშინ მოხდა , შეთანხმება არ შესდგა .

წყარო : Tuttosport, Calcionews24, Tuttojuve

39 thoughts on “ლისანდრო IN – კუალიარელა , მატრი OUT ?

  1. კვალიარელა ან მატრი უნდა წავიდესო და ამ შემთხვევაში “ან” აღარაა საჭირო მატრი უნდა აბარგდეს. ვერადავერ ჩადგა ეგ ბიჭი ფორმაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.