ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” ანელკა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო შენაძენია ”

” ” იუვენტუსი ” განსაკუთრებულ სიტუაციაში იმყოფება , მაგრამ ნიკოლა ამ სატრანსფერო ფანჯრისთვის ბოლო შენაძენი იქნება . ანელკა ? რამდენიმე მნიშვნელოვანი სვლა გავაკეთეთ ზაფხულისთვის , მაგრამ გამომდინარე კრიტიკული სიტუაციისა რომელშიც გუნდია ეხლა თავდამსხმელების კუთხით გადავდით ნაბიჯი , რომელიც ფრანგის გაფორმებას ისახავდა მიზნად . ანელკა ხუთ თვიან კონტრაქტს გააფორმებს და შეავსებს იმ სიცარიელეს , რომელიც გაჩენილია დღეისათვის კონტეს გუნდში . უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ , რომ ნიკოლას მოსვლა გამორიცხავს სხვა ტრანსფერებს , რადგან ჯერ ჯერობით ბაზარზე მეტი ხელსაყრელი ვარიანტი არ არსებობს . უმოკლეს პერიოდში ფრანგი კონტეს განკარგულებაში იქნება , რის შემდეგაც ანტონიო გადაწყვიტავს თუ რა პოზიციაზე და როგორ გამოიყენებს მას . მას ერთი თვე არ უთამაშია და არ იმყოფება იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში . ივლისისთვის დავიბევეთ ლორენტე და შედეგად ზუსტად გვაქვს ის პროგრამა გაწერილი და წარმოდგენილი , რის მიხედვითაც თუნდაც ეხლა ანელკა გავიფორმეთ სეზონის ბოლომდე , პრესპექტივით რომ მასთან კიდევ გახანგრძლივებდა თანამშრომლობა “ – განაცხადა ჯუზეპე მაროტამ , რომელმაც დაადასტურა ასევე ინფორმაცია რომ კლუბი მართლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს ბებეტოს შვილთან , რომელიც ” ფლამენგოს ” ღირსებას იცავს .

წყარო : Football Italia

8 thoughts on “მაროტა : ” ანელკა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო შენაძენია ”

  1. იტალიას გაუქაჩავს ანელკა, ისე როგორ დაბეჩავდებოდა მატრის ვეღარ აჯობოს მომენტების გამოყენებაში :lool:

  2. 18 ნომერი აიღო უკვე, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთელის დაბადების ადგილის, ანუ კუნძულ მარტინიკის ფოსტური ნომერი 9,2 და 7 ციფრებისგან შედგება, ეს ციფრები კი ჯამში სწორედ 18 ადგენენ ) ამ ინფორმაციას გაზეტა ავრცელებს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.