ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” სამსაჯო კორპუსმა გუიდას დანიშვნით შეცდომა დაუშვა “

ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა დარწმუნებულია , რომ მსაჯმა მხოლოდ იმიტომ არ დანიშნა პენალტი მისი გუნდის სასარგებლოდ , რომ იგი წარმოშობით ნეაპოლიტანელია : ” მატჩს 6 მსაჯი უძღვება , მაგრამ მათ შორის არ არსებობს არანაირი ერთობლივი ხედვა ამა თუ იმ საკითხთან . არ შეიძლება საჯარიმოში დადიოდე აწეული ხელებით და მერე თითქოს უდანაშაულო იყო სუფთად გამოდიოდე საქმიდან . ამ ბოლო დროს განსხვავებული სიტუაციების მომსწრენი ვიყავით , მაგრამ ის რაც ეხლა მოხდა გასაოცარია , არავის არ მოუსმენია კართან მდგარი მსაჯისთვის . მხოლოდ იმას ვიტყვი , რომ ეს უხეში შეცდომაა . არბიტრი გუიდა ნეაპოლიტანიდან არის და შესაძლოა სწორედ ამან იმოქმედა ყველაფერზე და თავი უხერხულად იგრძნო . ის ახალგაზრდაა და ეს ნორმალურია , რომ იგი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა . დარწმუნებული ვარ ბრწყინვალე პიროვნებაა , მაგრამ აქ მხოლოდ ერთ კონკრეტულ შეცდომაზე ვსაუბრობთ . თუ არბიტრებს არ ნიშნავენ იმავე რეგიონიდან ეს რაღაცას აშკარად უნდა ნიშნავდეს . ახალგაზრდა არბიტრის ყოფნამ ასეთ მატჩზე ისევ მის თავს შეუქმნა პრობლემები . უბრალოდ წარმოგიდგენიათ ეს ადამიანი წარმოშობით ტურინიდან , რომ ყოფილიყო და იგივე გაეკეთებინა ” ნაპოლისთან ” მატჩის დროს ” .

წყარო : Football Italia

5 thoughts on “მაროტა : ” სამსაჯო კორპუსმა გუიდას დანიშვნით შეცდომა დაუშვა “

  1. მაროტას ადრე მაგრად ვაკრიტიკებდი მაგრამ ვხვდები რომ მისი საქმის პროფესიონალია ტო მარტო ცხრილს შეხედეთ ეხლა იუვეს ფინანსურათ უჭირს და კაცმა საჩემპიონო გუნდი მაინც შეკრა ასეა თუ ისე მაგარი კაცია კაროჩე

  2. მაროტას ადრე მაგრად ვაკრიტიკებდი მაგრამ ვხვდები რომ მისი საქმის პროფესიონალია ტო მარტო ცხრილს შეხედეთ ეხლა იუვეს ფინანსურათ უჭირს და კაცმა საჩემპიონო გუნდი მაინც შეკრა ასეა თუ ისე მაგარი კაცია კაროჩე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.