ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე ტრავმირებულია

არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა ფერნანდო ლორენტეს თაობაზე . გასულ შაბათს ბასკმა ფორვარდმა ვარჯიშის დროს მუხლის ტრავმა მიიღო , რის გამოც ვერ მოახერხა სამწვრთნელო სესიის გაგრძელება და პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი . დღეს , მას სრული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს რის შემდეგაც ცნობილი გახდება თუ რამდენად არის სერიოზული მისი ტრავმა . გალილეო ფერარის ქუჩის ბინადრებს ( იუვენტუსის ოფისი ტურინში სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს ) ძალიან დიდი იმედი აქვთ , რომ ახლად გაფორმებულ ფორვარდს არაფერი სერიოზული არ ჭირს . მიუხედავად იმისა , რომ ლორენტე გუნდს ივლისში შეუერთდება , ნაკლებად არის სასურველი მას რაიმე სახის მძიმე დაზიანება ჰქონდეს მიღებული . ტურინელ ექიმებს ჯერ ჯერობით არა აქვთ რაიმე სახის უფლება ჩაერიონ ამ პროცესებში , გამომდინარე იქიდან , რომ ნანდო კვლავინდებურად ატლეტიკის საკუთრებაა , თუმცა საქმის კურსში არიან მიმდინარე მოვლენების . ატლეტიკის კუთხიდან , რომ შევხედოთ ეს დანაკლისი ნაკლებად არის რადგან ბიელსა ისევ იმ პოზიციას იკავებს , იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს ლორენტეს , თუ სხვა გამოსავალი არ იქნება . თუმცა , იყო ვარაუდი რომ მძიმე პერიოდის გადასალახავად რაც კლუბს დღეს უდგას , ბიელსა გამოიყენებდა ბასკს .

წყარო : tuttosport

8 thoughts on “ლორენტე ტრავმირებულია

  1. 1juve

    არც ერთ ბასკს არ უთქვამს ძალიან კარგი ლორენტეს რომ ვიშორებთო, პირიქით, ტიპი სკამზე იჯდა და ხალხი ნანდოს ტრაფარეტებით იყო სან მამესზე )) ეგეთი ფორვარდი არ თამაშობდეს და გუნდი კრიზისში იყოს უსამართლობაა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტე ბიელსამ მისი დაბრუნება მინდორზე, თუმცა ტრავმამ შეაწუხა..ბასკები ბასკს ეგრე ადვილად ვერ სცილდებიან..

    1. მორიგი ტურის მატჩისთვის (“ატლეტიკოს” წინააღმდეგ) მზადებისას გუნდის ფანებმა პიკეტი მოაწყვეს “ბილბაოს” ბაზასთან და გამოკიდეს ბანერი: “ლორენტე მიეთრევა, რა ბედნიერებაა”.
      არამგონია ეს მოეგონებია იმ ჟურნალისტს

  2. გუშინ ძირითადში აპირებდა მე მგონი დაყენებას, გულშემატკივარი ითხოვს ეგეთ კრიზისში გუნდმა ლორენტე მაქსიმალურად გამოიყენოს ))

    იმედია არაფერი სჭირს სერიოზული..

    1. ვნახოთ რა კარგი ფორვარდია და იმედია გამოგვადგება მარა ნახე მილანიი სადაცაა ბალოტელის გაიფორმებს და დავიჯეროო იუვეს ფული არ ქონდა რო ეგ მოეყვანა ანელკა რაღად გვინდოდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.